როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმები ასახელებენ შეცდომებს

© Pixabay / naturalherbsclinicყელის ტკივილი
ყელის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია, პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.
გარდა ამისა, ექიმების განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ, შეგიძლიათ — ყელში გამოივლოთ.
საქმე ისაა, რომ შტოშიცა და მოცვიც ქლოროგენულ მჟავას შეიცავს, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. ამ მჟავაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს.
კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და, ზოგადად, გაციების დროს, არის არა თაფლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ფუტკრის ჭეო. ეს ყვავილის მტვერია, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, შემდეგ თაფლს ასხამს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს.
მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.
ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს.
ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.
დაიმახსოვრეთ: დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება, როგორც ამას ბევრი აკეთებს. ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.
კიდევ ერთი შეცდომა, ექიმების თქმით, ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურია სხვა დაავადებების შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0