https://sputnik-georgia.com/20230119/nasa-milsadeni-mtvareze-274060851.html
NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგებას აპირებს
NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგებას აპირებს
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგების საკითხზე მუშაობს, რომელიც მთვარის... 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T13:00+0400
2023-01-19T13:00+0400
2023-01-19T19:57+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო და მეცნიერება
აშშ
nasa
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/01/248230178_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_1e26933f7b5a30b291e505f3107fe9d3.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგების საკითხზე მუშაობს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე Artemis-ის მომდევნო მისიების ასტრონავტებს ცხოვრებას გაუადვილებს, წერს პორტალი Interestingengineering.გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენის კონსტრუქცია ამ დროისათვის ჯერ კიდევ მუშავდება.მეცნიერების აზრით, ჟანგბადის მილსადენი სამხრეთ პოლუსზე მთვარის ყინულის მოპოვების ცენტრს უნდა დაუკავშირდეს. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის გამოც შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის დიდი დავაა გამართული, ვინაიდან იქ უზარმაზარი რაოდენობის ყინული და სხვა რესურსებია თავმოყრილი.მთვარის ყინულის მოპოვება NASA-ს გეგმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან მისგან წყლისა და ჟანგბადის მიღებაა შესაძლებელი, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ სასმელად და სასუნთქად შეიძლება, არამედ სარაკეტო საწვავადაც.აღინიშნება, რომ მთვარეზე აგებული ჟანგბადის მილსადენი არ დააბინძურებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ეკოლოგიას, ვინაიდან, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს ატმოსფერო არ აქვს და წარმოების ყველა ნარჩენი უბრალოდ კოსმოსში გაიფანტება.NASA-ს მეცნიერები, რომლებმაც უკვე მიიღეს სპეციალური დაფინანსება, ამ დროისათვის 5 კმ სიგრძის მინი-მილსადენის კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ალუმინისგან დამზადდება.Interesting Engineering
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/01/248230178_244:0:993:562_1920x0_80_0_0_9fab218a103826271fdde99bce6177e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო და მეცნიერება, აშშ , nasa, ახალი ამბები
მსოფლიო და მეცნიერება, აშშ , nasa, ახალი ამბები
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA მთვარეზე ჟანგბადის მილსადენის აგების საკითხზე მუშაობს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე Artemis-ის მომდევნო მისიების ასტრონავტებს ცხოვრებას გაუადვილებს, წერს პორტალი Interestingengineering.
გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენის კონსტრუქცია ამ დროისათვის ჯერ კიდევ მუშავდება.
მეცნიერების აზრით, ჟანგბადის მილსადენი სამხრეთ პოლუსზე მთვარის ყინულის მოპოვების ცენტრს უნდა დაუკავშირდეს. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის გამოც შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის დიდი დავაა გამართული, ვინაიდან იქ უზარმაზარი რაოდენობის ყინული და სხვა რესურსებია თავმოყრილი.
მთვარის ყინულის მოპოვება NASA-ს გეგმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან მისგან წყლისა და ჟანგბადის მიღებაა შესაძლებელი, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ სასმელად და სასუნთქად შეიძლება, არამედ სარაკეტო საწვავადაც.
აღინიშნება, რომ მთვარეზე აგებული ჟანგბადის მილსადენი არ დააბინძურებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ეკოლოგიას, ვინაიდან, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს ატმოსფერო არ აქვს და წარმოების ყველა ნარჩენი უბრალოდ კოსმოსში გაიფანტება.
NASA-ს მეცნიერები, რომლებმაც უკვე მიიღეს სპეციალური დაფინანსება, ამ დროისათვის 5 კმ სიგრძის მინი-მილსადენის კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ალუმინისგან დამზადდება.