„ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი“ - მეუფე შიო

© photo: Sputnik / Stringerნათლისღება სამების ტაძარში
ნათლისღება სამების ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
მართლმადიდებლები 19 იანვარს ნათლისღებას ზეიმობენ.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მორწმუნეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მოკრძალებით მისდიონ ღვთის სიტყვას.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს 12 მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს – ნათლისღებას აღნიშნავს. ის ქვეყანაშიც ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

„ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე – „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მისი ისმინეთ“. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მისი ვისმინოთ და მაშინ კურთხევა მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლაწმინდა სამების“, – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სულის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ნებით, ამიტომ იესო ქრისტემ ყველა მორწმუნეს მონათვლისკენ მოუწოდა.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
ნათლისღების დღესასწაული და ქართული ადათ-წესები>>
საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0