https://sputnik-georgia.com/20230119/mamardashvili-espanetis-tasis-meotxedpinalshi-itamashebs-274064974.html
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს
Sputnik საქართველო
მამარდაშვილის კლუბის მეტოქე 20 იანვარს გაირკვევა მეოთხედფინალების წილისყრაზე. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T15:52+0400
2023-01-19T15:52+0400
2023-01-19T21:09+0400
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259224910_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_a18cec43d708292c5bff0d9fd7d1f3a7.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა თავის კლუბთან ერთად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმარტივესი მატჩი ჩაატარა ხიხონის „სპორტინგთან" და კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა.ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსიამ" „სპორტინგი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გოლკიპერი მატჩის პირველივე წუთებიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მას მთელი მატჩის მანძილზე რაიმე დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ დასჭირვებია.ანგარიში სტუმრებმა მატჩის მეათე წუთზე ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის გოლის წყალობით გახსნეს. 21-ე წუთზე ჯასტინ კლაივერტმა ანდრე ალმეიდას გადაცემით გაზარდა „ღამურების" უპირატესობა. მატჩის 39-ე წუთზე 35 წლის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ სამუელ ლინოს გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაზარდა. 64-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სამუელ ლინომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „ვალენსიის" სასარგებლოდ.ხიხონის გუნდი ამ სეზონში საუკეთესოდ არ გამოიყურება. „სპორტინგი" ამჟამად მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო „ვალენსია" ლა ლიგაში მე-12 ადგილზეა.მამარდაშვილის კლუბის მეტოქე 20 იანვარს გაირკვევა მეოთხედფინალების წილისყრაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259224910_128:0:1440:984_1920x0_80_0_0_f6fb1ea31704c183bbf53853cab137d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს
15:52 19.01.2023 (განახლებულია: 21:09 19.01.2023) მამარდაშვილის კლუბის მეტოქე 20 იანვარს გაირკვევა მეოთხედფინალების წილისყრაზე.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა თავის კლუბთან ერთად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმარტივესი მატჩი ჩაატარა ხიხონის „სპორტინგთან" და კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა.
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსიამ" „სპორტინგი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გოლკიპერი მატჩის პირველივე წუთებიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მას მთელი მატჩის მანძილზე რაიმე დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ დასჭირვებია.
ანგარიში სტუმრებმა მატჩის მეათე წუთზე ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის გოლის წყალობით გახსნეს. 21-ე წუთზე ჯასტინ კლაივერტმა ანდრე ალმეიდას გადაცემით გაზარდა „ღამურების" უპირატესობა. მატჩის 39-ე წუთზე 35 წლის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ სამუელ ლინოს გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაზარდა. 64-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სამუელ ლინომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „ვალენსიის" სასარგებლოდ.
ხიხონის გუნდი ამ სეზონში საუკეთესოდ არ გამოიყურება. „სპორტინგი" ამჟამად მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო „ვალენსია" ლა ლიგაში მე-12 ადგილზეა.
მამარდაშვილის კლუბის მეტოქე 20 იანვარს გაირკვევა მეოთხედფინალების წილისყრაზე.