https://sputnik-georgia.com/20230119/laguna-veres-teritoria-tbilisis-meriis-sakutreba-gaxdeba-274074069.html
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია თბილისის მერიის საკუთრებაში გადავა
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია თბილისის მერიის საკუთრებაში გადავა
Sputnik საქართველო
სპორტული კომპლექსი 2014 წელს თითქოსდა რემონტის გამო დაიკეტა, მაგრამ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილის მომავალი დღემდე უცნობია. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T19:17+0400
2023-01-19T19:17+0400
2023-01-19T22:26+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:362:1334:1112_1920x0_80_0_0_aa1ea1ea30d71b9da1475765e9571e63.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიას მერიას საკუთრებაში გადასცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურულია. ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. აუზი თითქოსდა რემონტის მიზნით 2014 წელს დაკეტეს, თუმცა მას შემდეგ დღემდე არ გახსნილა.პროექტი განხორციელდება ახლის და ძველის შერწყმის გზით, აღნიშნა მერმა.ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს ორი კოშკით. შენობა ამჟამად იჯარით არის გაცემული სხვადასხვა კომპანიაზე და გამოიყენება, როგორც საგამოფენო სივრცე.პროექტი მოიცავს სავაჭრო–საოფისე, საცხოვრებელ და სათავსო ნაგებობებს. რაც შეეხება აუზს, მის შემდგომ ბედთან დაკავშირებით მფლობელი ჯერ გარკვეული არ არის – გარემონტდება კომპლექსი თუ ახალი აშენდება.მერის განცხადებით, ჯერ წარმოდგენილი არ არის აუცილებელი დოკუმენტები და ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართცველი არქიტექტორების პროექტით შენდებოდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:360:1334:1361_1920x0_80_0_0_f09444154bfa9aa5e50a7b34d659c703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია თბილისის მერიის საკუთრებაში გადავა
19:17 19.01.2023 (განახლებულია: 22:26 19.01.2023) სპორტული კომპლექსი 2014 წელს თითქოსდა რემონტის გამო დაიკეტა, მაგრამ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილის მომავალი დღემდე უცნობია.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიას მერიას საკუთრებაში გადასცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურულია. ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. აუზი თითქოსდა რემონტის მიზნით 2014 წელს დაკეტეს, თუმცა მას შემდეგ დღემდე არ გახსნილა.
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტი განხორციელდება ახლის და ძველის შერწყმის გზით, აღნიშნა მერმა.
ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს ორი კოშკით. შენობა ამჟამად იჯარით არის გაცემული სხვადასხვა კომპანიაზე და გამოიყენება, როგორც საგამოფენო სივრცე.
პროექტი მოიცავს სავაჭრო–საოფისე, საცხოვრებელ და სათავსო ნაგებობებს. რაც შეეხება აუზს, მის შემდგომ ბედთან დაკავშირებით მფლობელი ჯერ გარკვეული არ არის – გარემონტდება კომპლექსი თუ ახალი აშენდება.
მერის განცხადებით, ჯერ წარმოდგენილი არ არის აუცილებელი დოკუმენტები და ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.
„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართცველი არქიტექტორების პროექტით შენდებოდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.