https://sputnik-georgia.com/20230119/ilia-meorem-mwuxareba-gamotqva-vaxtang-kikabizis-gardacvalebis-gamo-274074249.html
ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო
ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო
Sputnik საქართველო
ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T17:11+0400
2023-01-19T17:11+0400
2023-01-19T21:48+0400
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274070164_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_4b288680be8a05f8e20ac7ff747d6ecc.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო და აღნიშნა მისი გამორჩეული უნარი – სცენიდან მაყურებლამდე სიყვარული მიეტანა.მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე კვირას, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს დაკრძალეს.პატრიარქმა აღნიშნა, რომ კიკაბიძეს პირადად იცნობდა ძველი დროიდან, რადგან მისი დედა, მანანა ბაგრატიონი სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში.ამიტომაც იქცნენ ის და ბატონი ფრუნზიკ მკრტჩიანი – „მიმინოს“ გმირები მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ, აღნიშნა ილია მეორემ.ლეგენდარული ქართველი მსახიობი და მომღერალი 19 იანვარს თბილისში, ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274070164_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_c01c9b53f476ad7214c8639baf255fdc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო
17:11 19.01.2023 (განახლებულია: 21:48 19.01.2023) ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო და აღნიშნა მისი გამორჩეული უნარი – სცენიდან მაყურებლამდე სიყვარული მიეტანა.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე კვირას, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს დაკრძალეს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ კიკაბიძეს პირადად იცნობდა ძველი დროიდან, რადგან მისი დედა, მანანა ბაგრატიონი სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში.
,,დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო... მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი – სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ამიტომაც იქცნენ ის და ბატონი ფრუნზიკ მკრტჩიანი – „მიმინოს“ გმირები მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ, აღნიშნა ილია მეორემ.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი და მომღერალი 19 იანვარს თბილისში, ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.