მოსაზრება: როგორ აფინანსებს USAID კორუფციას უკრაინაში

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
НовостиTelegram
იანა ოსიპოვა
2020 წელს USAID-ს ხაზით უკრაინამ 23 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარება მიიღო, აქედან 13 მილიარდი დოლარი კიევის მთავრობის დაფინანსებას მოხმარდა.
USAID-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, კიევის მიერ მიღებული 13 მილიარდი დოლარი რამდენიმე ნაწილად გაიყო: 1 მილიარდი დოლარი გამოიყო უკრაინის ეკონომიკისთვის, 1,3 მილიარდი დოლარი – უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციული პოტენციალის დასახმარებლად, დანარჩენი 10,7 მილიარდი დოლარი – სხვადასხვა დროს რამდენიმე ტრანშით პირდაპირ კიევის ხელისუფლებას გადაერიცხა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთ გადარიცხვებს სპეციალური დანიშნულება არ გააჩნია.
დახმარების დანარჩენი ნაწილი 10 მილიარდი დოლარის ოდენობით მოხმარდა სხვადასხვა პროექტს, რომელსაც აშშ-ის სააგენტო უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს.
მსგავსი ისტორია იყო საქართველოშიც, აღნიშნავს თანამედროვე იდეოლოგიის ნაციონალური განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იგორ შატროვი.
„აშშ-ის სააგენტო ინახავდა საქართველოს მთავრობას და ამას ხსნიდა რთული ეკონომიკური სიტუაციით. ვფიქრობ, იგივე ისტორიაა. აშშ უხდის ხელფასებს უკრაინის პრეზიდენტსა და მინისტრებს. ეს ჩვეულებრივი ამერიკული პრაქტიკაა. მთელი ფული, რომელიც ამ გრანტების მეშვეობით ანგარიშის გარეშე გადაირიცხა – ლობიზმია“, – განმარტავს ექსპერტი.

ნიღბების ჩამოხსნა

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა არ მოგვარდება, ფიქრობს შატროვი, და ამაზე თავად სახელმწიფო დეპარტამენტიც დაუფარავად წერს.
„ანუ მათ ნიღბები მოიხსნეს. ამბობენ პირდაპირ, რადგან კულუარებში უკვე აღარ გამოდის საკითხების მოგვარება. ყველაფერი ღია დაპირისპირების ფაზაში გადავიდა, – ხაზი გაუსვა მან. – ამიტომ ფული უკვე დაუფარავად, დემოკრატიული პროგრამებით მათი შენიღბვის გარეშე გამოიყოფა. გამოიყოფა უკრაინის მთავრობისთვის, რათა მათ ადგილებზე ამერიკული ინტერესები გაატარონ“.

სად არის ფული?

ეს ქრთამია, დარწმუნებულია ექსპერტი. „ფული პირდაპირ ზელენსკისა და მისი კომპანიის ჯიბეში წავა“, – განმარტავს შატროვი. იგი დარწმუნებულია, რომ USAID აკონტროლებს რამდენიმე ჯგუფს და სხვადასხვა კომბინაციას ამუშავებს.
„ზელენსკისგან უარის მიღების შემთხვევაში, რადგან იგი სულ უფრო ნაკლებ ნდობას იმსახურებს, ინიციატივა ძალოვანების ხელში გადავა. მაგალითად, ზალუჟნის ხელში. უკვე სცადეს მისი წარმოჩენა პერსპექტიულ პოლიტიკურ მოღვაწედ“, – განმარტა ექსპერტმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი დიდი ხანია ასე იქცევა. „ვხედავთ, როგორ „ჩეხს ბანქოს“, მაგრამ პერსონაჟების ნაკრები ერთი და იგივეა. ყველა მათგანი აღზრდილია რუსოფობიურ პარადიგმაში“, – ირწმუნება შატროვი. მისი აზრით, USAID-ს მიერ გამოყოფილი ფული „სპეციალური დანიშნულების გარეშე“ ამერიკული გავლენის შეძენას ხმარდება.
„მეჩვენება, რომ ზელენსკი უკვე ნანობს, რადგან არ სჯერა თავისი გამარჯვების. მხოლოდ აშშ-ის ფულით შეუძლიათ მათი წახალისება ამ პოლიტიკის გასაგრძელებლად, რომელსაც ამჟამად ატარებენ“, – ამბობს ექსპერტი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაანგარიშებით, უკრაინის მთავრობას თვეში 5 მილიარდი დოლარი სჭირდება იმისათვის, რომ არ დაიშალოს.

დემოკრატიის დანერგვის ინსტრუმენტი

2022 წელს USAID-ს მიერ გამოყოფილი 23 მილიარდი დოლარის მეორე ნაწილი – 10 მილიარდი დოლარია, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
USAID-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის თანახმად, ამ პროგრამებს შორისაა: ჰუმანიტარული დახმარება, სოციალური დახმარება, ეკონომიკური დახმარება, ასევე დახმარების პროგრამა, რომლის მიზანია „დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა, რომელიც ძირითადი ევროპული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანდება“.
ამ პროგრამებს შორისაა აგრეთვე 165 მილიონი დოლარი დემოკრატიის, მასმედიისა და ჟურნალისტების თავისუფლების, ასევე დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მხარდასაჭერად.
საინტერესოა, რომ 83,6 მილიონი დოლარი მოხმარდა „კონფლიქტების შედეგების შერბილებასა და შერიგებას“. პროგრამის შინაარსი საიტზე განმარტებულია ასე: ის ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სწავლებას, „შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტექნიკური დახმარების მეშვეობით, და იძლევა გარანტიას, რომ შეიარაღებული ძალები შეძლებენ სამხედრო მისიის ეფექტურად შესასრულებლად აუცილებელი პოტენციალის განვითარებასა და შენარჩუნებას“.
და ეს ყველაფერი – ოფიციალურ სამხედრო დახმარებასთან ერთად, რომელმაც, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 19,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც შატროვი აღნიშნავს, USAID – არის ინსტრუმენტი, რომელიც გრანტების გაცემის, უცხოელ ჟურნალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით წყვეტს მთელი ერების გარდაქმნის საკითხს, აიძულებს რა მათ, უარი თქვან თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე. „ასეთ მუშაობას ისინი უწოდებენ „ინოვაციების დანერგვას დემოკრატიის განვითარებაში“, – ასკვნის შატროვი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0