https://sputnik-georgia.com/20230118/saqarttveloshi-zlieri-qaria-mosalodneli-274028503.html
საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T13:45+0400
2023-01-18T13:45+0400
2023-01-18T19:51+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260621_0:226:3000:1914_1920x0_80_0_0_971ad371ac0d323fc64abbc68ddc22ce.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს.„20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი–სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.გასულ კვირაში დასავლეთ საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა. ცალკეულ რაიონებში ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, დაზიანებული სახლის სახურავები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნულ რეგიონებში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის, 380-მდე მრავალსართულიანი შენობის და 200-მდე სახელმწიფო ობიექტის სახურავები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260621_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_31be055b715c98b4f76e169440376a09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
13:45 18.01.2023 (განახლებულია: 19:51 18.01.2023) გასულ კვირაში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს.
„20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი–სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.
გასულ კვირაში დასავლეთ საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა. ცალკეულ რაიონებში ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, დაზიანებული სახლის სახურავები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნულ რეგიონებში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის, 380-მდე მრავალსართულიანი შენობის და 200-მდე სახელმწიფო ობიექტის სახურავები.