რა სოციალურ პროექტებს განახორციელებს თბილისის მერია 2023 წელს?

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი გასული წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლება, პროგრამები უსახლკარო და შეჭირვებული ოჯახებისთვის, ავტობუსების პარკის განახლება – ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას თბილისის მერია 2023 წელს გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 1.760 მილიონი ლარია.
„ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში, და ინფრასტრუქტურული მიმართულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში დარეგისტრირებულია 400-მდე უსახლკარო ოჯახი, ამიტომაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მათი საცოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამა. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. წელს მერია საცხოვრებელი ფართებით კიდევ 80-მდე ოჯახს დააკმაყოფილებს.
რამდენს დახარჯავს 2023 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქზე - მთავარი პრიორიტეტები>>>
„ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. გარდა ამისა, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ თბილისში ავარიულობის სხვადასხვა ხარისხის მქონე ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა.
მერის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პირველი საპილოტო პროექტი წარმატებით განხორციელდა და წელს ამ მიმართულებით მუშაობის უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით.
2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის ასევე არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა.
მერის განცხადებით, შესყიდვა რამდენიმე წლის მანძილზე განხორციელდება. 2023 წელს ასევე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც აღნიშნულ ავტობუსებს მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0