კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ „კრემონეზესთან“ დამარცხდა

© SSC Napoli"ნაპოლი"
ნაპოლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 იანვარს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. სერია A-ს პირველი წრის ბოლო მატჩს ნეაპოლელები სტუმრად ითამაშებენ.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ნაპოლი“ იტალიის თასის 1/8-ფინალში „კრემონეზესთან“ დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი დაასვენა და მინდორზე არ გაიყვანა, სერია A-ს აუტსაიდერთან დაპირისპირებამ კვარაცხელიას გარეშე ჩაიარა.
მატჩში პირველი გოლი „კრემონეზეს“ მცველმა შარლ პიკემ გაიტანა. ანგარიშის გათანაბრება ნეაპოლელებმა 33-ე წუთზე შეძლეს ჟუან ჟესუსის გატანილი გოლით. ხოლო ტაიმის ბოლოს ჯოვანი სიმეონემ მასპინძლები დააწინაურა.
მეორე ტაიმში კვარაცხელიას თანაგუნდელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ რეალიზება ვერ მოახერხეს. „კრემონეზე“ მოთმინებით ელოდა თავის მომენტს და ათი კაცით დარჩენილებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ფელიქს აფენა-გიანმა წონასწორობა აღადგინა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
საბოლოოდ მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთ კრემონელებმა შეასრულეს (5:4) და იტალიის თასის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 იანვარს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. სერია A-ს პირველი წრის ბოლო მატჩს ნეაპოლელები სტუმრად ითამაშებენ.
ყველა ახალი ამბავი
0