https://sputnik-georgia.com/20230118/maria-resa-274024743.html
სასამართლომ ნობელის პრემიის ლაურეატი გაამართლა
სასამართლომ ნობელის პრემიის ლაურეატი გაამართლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფილიპინების საგადასახადო სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა და საგამომცემლო... 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T10:56+0400
2023-01-18T10:56+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ნობელის პრემია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24032/15/240321544_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_f50e0bc2066bd45b618fdc8ab0a4b238.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფილიპინების საგადასახადო სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა და საგამომცემლო კორპორაცია Rappler Holdings, რომელთაც გადასახადებისგან თავის არიდებაში ედებოდათ ბრალი.ბრალდება მათ 2018 წელს როდრიგო დუტერტეს ყოფილმა მთავრობამ წაუყენა. გამოძიება რესასა და „რაპლერს“ ფილიპინური სადეპოზიტო ქვითრების უცხოელ ინვესტორებზე გაცემაში ადანაშაულებდა, რაც საგარეო კონტროლის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს და რაც აკრძალულია რესპუბლიკის კონსტიტუციით.ნობელის პრემიის ლაურეტის თქმით, მისი და Rappler-ის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.მარია რესა Rappler-ის აღმასრულებელი დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. კორპორაცია 2012 წელს დაარსდა. მას არაერთხელ დაესხნენ თავს პრეზიდენტ დუტერტეს ადმინისტრაციის საქმიანობის კრიტიკული გაშუქების გამო. 2018 წელს გამოცემის ჟურნალისტები საპრეზიდენტო ღონისძიებების გაშუქებას ჩამოაშორეს და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აუკრძალეს, სადაც პრესისთვის ბრიფინგები იმართება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Rappler-მა ფრეგატების გარიგების შესახებ ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც დუტერტეს ძველი მეგობარი, სენატორი კრისტოფერ ლოურენს გოც მოიხსენია.2021 წელს მარია რესასა და რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს ნობელის პრემია გადაეცათ მშვიდობის დარგში „სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მშვიდობის წინაპირობაა“.წყარო: Rappler
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24032/15/240321544_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_fc23dc4b8d3977caab6fdf94dd2dfa78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ნობელის პრემია, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ნობელის პრემია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფილიპინების საგადასახადო სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა და საგამომცემლო კორპორაცია Rappler Holdings, რომელთაც გადასახადებისგან თავის არიდებაში ედებოდათ ბრალი.
ბრალდება მათ 2018 წელს როდრიგო დუტერტეს ყოფილმა მთავრობამ წაუყენა. გამოძიება რესასა და „რაპლერს“ ფილიპინური სადეპოზიტო ქვითრების უცხოელ ინვესტორებზე გაცემაში ადანაშაულებდა, რაც საგარეო კონტროლის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს და რაც აკრძალულია რესპუბლიკის კონსტიტუციით.
„დღეს ფაქტები იმარჯვებს, სიმართლე იმარჯვებს, სამართლიანობა იმარჯვებს“, — განაცხადა რესამ სასამართლო სხდომის შემდეგ.
ნობელის პრემიის ლაურეტის თქმით, მისი და Rappler-ის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.
მარია რესა Rappler-ის აღმასრულებელი დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. კორპორაცია 2012 წელს დაარსდა. მას არაერთხელ დაესხნენ თავს პრეზიდენტ დუტერტეს ადმინისტრაციის საქმიანობის კრიტიკული გაშუქების გამო. 2018 წელს გამოცემის ჟურნალისტები საპრეზიდენტო ღონისძიებების გაშუქებას ჩამოაშორეს და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აუკრძალეს, სადაც პრესისთვის ბრიფინგები იმართება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Rappler-მა ფრეგატების გარიგების შესახებ ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც დუტერტეს ძველი მეგობარი, სენატორი კრისტოფერ ლოურენს გოც მოიხსენია.
2021 წელს მარია რესასა და რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს ნობელის პრემია გადაეცათ მშვიდობის დარგში „სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მშვიდობის წინაპირობაა“.