ლავროვი: საქართველოს ხელისუფლება პატივისცემას იმსახურებს

© Press Service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას მოითხოვს, პატივისცემას იმსახურებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ღონისძიება 2022 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ანტირუსულ სანქციებთან მიერთებას მოითხოვს. და ის ფაქტი, რომ ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე, უთხრან მათ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას მათი ინტერესები და მათი ეკონომიკის ინტერესები მოითხოვს, პატივისცემას იმსახურებს“, — განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რაც იმით ახსნა, რომ ამით თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველოს უდიდესმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო. ისინი ხელისუფლებას სიმხდალეში და, უფრო მეტიც, რუსეთის ინტერესებში მოქმედებაში ადანაშაულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0