კულტურის სამინისტრომ სტაჟირებაზე კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
წარმატებულ სტაჟიორებს გაუგრძელდებათ სტაჟირების ხელშეკრულება ან დასაქმდებიან სამინისტროს სისტემაში.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. კულტურის სამინისტროსა და მის 13 ორგანიზაციაში 146 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
146 ვაკანტური პოზიციიდან 112 ანაზღაურებადია და ერთ თვიდან ერთ წლამდე პერიოდზეა გათვლილი, ხოლო 34 - ანაზღაურების გარეშე.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, ან/და ჯერ კიდევ სტუდენტია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია).
წარმატებულ სტაჟიორებს გაუგრძელდებათ სტაჟირების ხელშეკრულება ან დასაქმდებიან სამინისტროს სისტემაში.
სტაჟირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უწყებებში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლე, ქუთაისის ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
ამასთან, შემოთავაზებულ სტაჟირების კურსებს შორის არის სპეციალობები – არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოგრაფია, ასევე მსურველებს შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება გიდის, მუზეუმის ფონდის კურატორის, მოცეკვავის და მსახიობის მიმართულებით.
ანაზღაურებად, ისევე, როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე კანდიდატები შეირჩევიან განაცხადების გადარჩევის, ტესტირების ან/და წერითი დავალების, გასაუბრების საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად.
ყველა ახალი ამბავი
0