თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები მცირდება

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
ახლა საქართველოში ძირითადად А ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა იმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში გრიპის შემთხვევები ცოტათი შემცირდა. თუმცა, კოვიდ-შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა – დღეში 200-ზე მეტი შემთხვევა არ გვაქვს. ეს რაოდენობა არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათიათასობით შემთხვევაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, გრიპის შემთხვევების ძირითადი ნაწილი А ტიპის ვირუსზე მოდის.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მიუხედავად გრიპის ვირუსით ინფიცირების მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა, მოსახლეობაში პანიკა არ ყოფილა, რადგანაც სამედიცინო სექტორი მზად იყო ასეთი აფეთქებისთვის.
„გრიპი კორონავირუსზე უფრო სახიფათო გახდა“ - ივანე ჩხაიძემ ეპიდსიტუაცია შეაფასა>>>
ამ დროისათვის საქართველოში ძირითადად ცირკულირებს А ტიპის გრიპის ვირუსი, შემთხვევების ნაწილი გამოწვეულია H1N1 ტიპის ვირუსით, ნაწილი – H3N2-ით.
რაც შეეხება „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტს – „კრაკენს“, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი სისწრაფით ვრცელდება, ინფექციონისტის განცხადებით, ის საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. საქართველოში კვლავაც დომინანტურია „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვეტიპი – BA.5.
ყველა ახალი ამბავი
0