გერმანიის პოლიციამ გრეტა ტუნბერგი დააკავა - ვიდეო

გამოწერა
შვედმა ეკოაქტივისტმა რამდენიმე საათი გაატარა პოლიციის განყოფილებაში. გრეტა ტუნბერგი დააკავეს გერმანიის სოფელ ლუტცერატთან ნახშირის საბადოს გაფართოების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17 იანვარს გერმანიაში ცნობილი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ის მონაწილეობდა ნახშირის საბადოს გაფართოების საწინააღმდეგო აქციაში.
ტუნბერგი და დანარჩენი დემონსტრანტები ვინაობის დასადგენად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯამში ათობით ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მათთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0