ჩონგური დაბალი ბანი: მუსიკალური ექსპერიმენტები და კონცერტი მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე

© courtesy of David Ratianiდავით რატიანი
დავით რატიანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
მუსიკალური სმენა ბავშვობაშივე გაივარჯიშა. ოჯახში ყველა კარგად მღეროდა, ამიტომ მისი ნიჭი არავის გაკვირვებია.
დავით რატიანი ბავშვობაში ყოფილ პიონერთა სასახლის კვარტეტის წევრი იყო და კონცერტებზეც ხშირად გამოდიოდა. მოგვიანებით მაშინდელ „გეპეიში“ ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობაზე ჩააბარა. სტუდენტობის დროს მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „შვიდკაცასა“ და ვაჟთა კაპელაში მღეროდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დაკვრა ქართულ „კონტრაბასად“ წოდებულ ჩონგურზე და ეს იმ დროისათვის ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტი იყო.
- ბატონო დავით, ჩონგური დაბალი ბანი ფაქტობრივად ქართული კონტრაბასია და როდის დაიწყეთ მასზე დაკვრა?
- დიახ, ჩონგური დაბალი ბანი, შეიძლება ითქვას, ქართული კონტრაბასია, რომელიც 1979 წელს გაკეთდა. ეს ინსტრუმენტი ტელევიზიაში მისვლის დროს ანსამბლში გადმომილოცეს და მასზე დღემდე ვუკრავ. მისი დახმარებით ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას მთელ მსოფლიოს ვაცნობ.
1984 წელიდან ანსამბლს სათავეში ბატონი ომარ კელაპტრიშვილი ჩაუდგა. მან ანსამბლში მოიზიდა ცალკეული სოლისტები, მერე კი გოგონები, ანსამბლს „იავნანა" ეწოდა. როცა ბატონი ომარი გარდაიცვალა, ანსამბლის ხელმძღვანელი ნუგზარ ქავთარაძე გახდა. მისი ინიციატივით ანსამბლს „კელაპტარი“ დაერქვა, რომელმაც თავისი უნიკალური ჟღერადობით მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს შეაყვარა თავი.
© photo: courtesy of David Ratianiდავით რატიანი
დავით რატიანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
დავით რატიანი
„კელაპტრის" სოლისტი იყო ჩემი და, თამარ რატიანიც. ანსამბლმა 2005 წლის მაისამდე იარსება.
- მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ...
- ჩვენს ოჯახში ბავშვობიდან მესმოდა ქართული ქალაქური სიმღერები, იმ დროიდან გავარჯიშდა ჩემი მუსიკალური სმენა. ჩემი მშობლები და ბაბუა-ბებიებიც კარგად მღეროდნენ. ასე რომ, ოჯახში სულ იყო სტუმრიანობა, მისვლა-მოსვლა და მუდამ ჟღერდა ქართული სიმღერა. მამა და მამიდა სხვადასხვა ანსამბლებში მღეროდნენ.
შემდეგ დედამ ყოფილ პიონერთა სასახლეში მიმიყვანა, კვარტეტშიც ვმღეროდი და კონცერტიც გვქონდა ბაქოში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს იყო ქართულ სიმღერასა და ფოლკლორთან, შეიძლება ითქვას, კლასიკურ ნაწარმოებებთანაც ჩემი პირველი შეხება.
სკოლაში სწავლის დროს დავამთავრე შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. სკოლის შემდეგ მაშინდელ „გეპეიში“ ვეზიარე ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას. ვმღეროდი მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „შვიდკაცასა“ და ვაჟთა კაპელაში. შემდეგ იყო ვაჭრობის კულტურის სასახლის სიმღერის ანსამბლი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „გეიკო".
ორი ვაჟი მყავს. უფროსი ანსამბლ „ფესვების“ მეორე თაობის წამყვანი სოლისტი იყო. კარგად მღერის უმცროსიც. მეუღლე ტაშს გვიკრავს კარგად.
- სახელმწიფო ტელევიზიის ანსამბლში როგორ აღმოჩნდით?
- როცა უმაღლესი დავამთავრე, მეგობრმა მითხრა, ტელევიზიის ანსამბლში მუსიკოსებს ეძებენ, მოსინჯე, იქნებ მოგეწონოსო. მეც მივედი. იქ აღმოვაჩინე, რომ ორი წლის წინ ქართულ საკრავთა ახალგაზრდული ანსამბლი ჩამოყალიბებულიყო, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნიკო ნადირაშვილი, კონსულტანტი კი კირილე ვაშაკიძე.
© photo: courtesy of David Ratianiკონცერტის შემდეგ
კონცერტის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
კონცერტის შემდეგ
1993 წელს გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გაიხსნა კულტურის ცენტრი, სადაც ჩვენი ხუთეული წარდგა, ოღონდ, რამდენიმე მოცეკვავე დაგვემატა. დროთა განმავლობაში ორი მუსიკოსი შეგვეცვალა.
- მუსიკალურ ექსპერიმენტებში ხშირად იღებდით მონაწილეობას?
- რაც შეეხება ექსპერმენტებს, ჩვენ პირველად გავაჟღერეთ ერთად ხუთი დუდუკი, ასევე სინთეზში წარმოვადგინეთ ჭიბონი და გუდასტვირი.
მუსიკალური ექსპერიმენტი იყო აგრეთვე ერთობივი პროექტი ცნობილ პოლონურ ჯგუფთან „ტრებუნიე ტუტკი", სახელწოდებით DUCH GOR. მასში თემატურად დავალაგეთ ქართული და პოლონური სიმღერები და მუსიკალური ნომრები. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. ის დღემდე მოწონებით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. დღესდღეობით კვინტეტი „ურმული“ კვლავ აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას, არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენზე მომზადდა გადაცემა პროექტში "აკუსტიკა" და ა.შ.
- ბავშვთა ანსამბლ „ნადურში" როგორ აღმოჩნდით?
- 2000 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე იქ, „ნადურის“ ბავშვებს სალამურსა და ფანდურზე დაკვრას ვასწავლიდი. შემდეგ იყო მუსიკალური ათწლედის ბავშვთა ორკესტრი „ებანი", სადაც ბავშვები ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდნენ და მღეროდნენ.
ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვხელმძღვანელობ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა ჯგუფს და გოგონათა ანსამბლ „დეკას“. ეს ახალი შემადგენლობაა, ყველა მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ანუ მომავალი ექიმია.
უკვე 36 წელზე მეტია, რაც თსუ-ში კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის ხელმძღვანელი ბატონი ბადრი მაჭავარიანია. გასულ წელს სოლო-კონცერტებით ამერიკის ქალაქ ატლანტაში, ემორის უნივერისტეტის ფართო მაყურებლის წინაშე ძალიან წარმატებულად წარვდექით. ანსამბლ „ურმულს“ კი პანდემიამ შეუშალა ხელი, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ორ ფესტივალში მიეღო მონაწილეობა.
- ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე როდის გამოხვედით და რომელ კონცერტებს გაიხსენებთ?
- ანსამბლ „ურმულს“ ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი აქვს ჩატარებული, გავიხსენებ რამდენიმეს: სტრასბურგში, ევროპარლამენტი, მიუნხენის ოლიმპიური სტადიონი, სადაც 10 ათასი მაყურებლის წინაშე გამოვედით, ფრანკფურტის ძველი ოპერა და ა.შ.
ჩემთვის ასევე დასამახსოვრებელი იყო 1993 წლის ნოემბერში ჩატარებული კონცერტი ქალაქ კარსელში, სადაც დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ტარდებოდა. ფესტივალის ბოლოს ჩვენი კონცერტი იყო. სხვათა შორის, მაშინ ჩვენ ქართული სამზარეულოც წარვადგინეთ – ხუთმა ბიჭმა კონცერტამდე ოთხი საათით ადრე 80 კაცზე გავამზადეთ სუფრა. აი, მომღერლებს ესეც კარგად გვეხერხება. ასე რომ, ეს დაუვიწყარი კონცერტი იყო.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0