მიმოხილვა: ბრიტანული ტანკი Challenger უკრაინაში - ყოფნა-არყოფნა

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 16 იანვარს დეტალურად ისაუბრა „სამხედრო დახმარების ყველაზე მნიშვნელოვან პაკეტზე“, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას დაჰპირდა. პაკეტი მოიცავს ძირითად საბრძოლო ტანკებს Challenger 2-ს, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს AS90-ს, ასეულ ჯავშანტექნიკას, 100.000 საარტილერიო ჭურვს, ოთხ დამრტყმელ ვერტმფრენ Apache-ს.
ამასთან ლონდონში ესმით, რომ 14 ტანკის გაგზავნა „მნიშვნელოვანია და დიდი ბრიტანეთის ლიდერობის დემონსტრირებას“ ნიშნავს, თუმცა გამარჯვებისთვის „უკრაინას 300-ზე მეტი ტანკი და 500-ზე მეტი ჯავშანმანქანა სჭირდება“.
ბრიტანული ჯარის მწყობრშია 200 ტანკი Challenger 2, ბუნდესვერსა და პოლონეთის ჯარში – 500-მდე ტანკი Leopard 2 (ასეთი ტანკები აქვს ევროპის 13 ქვეყანას, სულ 2 ათასამდე). დასავლელი ანალიტიკოსების მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ძირითადი საბრძოლო ტანკების რაოდენობითა და ხარისხით და აშშ-ს (მეორე ადგილი) 7000 ერთეულით უსწრებს.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსეთის ჯარმა გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 2000-ზე მეტი ტანკი და 5500 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 3840 საარტილერიო იარაღი. მათ შორის იყო დასავლეთის მიერ მიწოდებული 4000 ერთეული ჯავშანტექნიკა და ჰაუბიცა.

„პოსტუკრაინული მომავალი“

ბრიტანული გამოცემა Guardian თვლის, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის სჭირდება ნატოს სტანდარტის არანაკლებ 100 ტანკი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ამას წინათ დასავლეთს მოსთხოვა 300 ტანკი და 700 ჯავშანმანქანა – მხოლოდ მელიტოპოლზე შეტევისთვის.
სააგენტო Bloomberg-მა დათვალა, რომ კიევმა დასავლეთისგან 10 თვეში მიიღო 410 საბჭოთა ტანკი და სულ 4000 ერთეული ჯავშანტექნიკა. დასავლეთში ესმით, რომ ნატოს ტანკები ბრძოლის ზონაში განადგურდება. დაზარალდება „ჩელენჯერებისა“ და „ლეოპარდების“ საერთაშორისო რეპუტაცია, დაეცემა საბაზრო გაყიდვები. გამოცემა Military Watch აკრიტიკებს მოძველებულ იარაღს, Challenger 2-ის შეზღუდულ შესაძლებლობებს და ვარაუდობს, რომ ბრიტანული და გერმანული 70-ტონიანი მონსტრები დონბასამდე ვერ მიაღწევენ.
აშშ-ის ადმინისტრაციამ იანვრის დასაწყისში დაამტკიცა უკრაინის დახმარების 29-ე პაკეტი, რომლის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია და რომელიც მოიცავს: 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა TOW-ით, 100 ჯავშანტრანსპორტიორ M113-ს, 18 თვითმავალ 155 მმ-იან ჰაუბიცას, 36 105 მმ-იან ჰაუბიცას. ეს მოძველებული იარაღი უკრაინას პენტაგონის მარაგიდან გადაეცემა.
დასავლელი ანალიტიკოსები დღეს სერიოზულად არიან შეშფოთებული ნატოს გადაიარაღებით „პოსტუკრაინული მომავლისთვის“. გამოცემა Breaking Defense აღნიშნავს: „კონტრტერორისტული ოპერაციებისადმი რამდენიმეწლიანი პრიორიტეტული ყურადღების შემდეგ ალიანსი კვლავ კონცენტრირებულია რუსეთზე“ და „მოურიდებლად სწავლობს ტაქტიკურ და ტექნოლოგიურ გაკვეთილებს უკრაინაში მიმდინარე თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებიდან“.
ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ოპერატიული ანალიზისას ბრიტანულმა არმიამ „მეტად არაკომფორტულად“ იგრძნო თავი. ლონდონის ხელგაშლილობა უკრაინისთვის ტექნიკის მიწოდებისას მკვეთრად კონტრასტულია საკუთარი, ბრიტანული ჯარისთვის ახალი შეიარაღების შეძენის პრობლემებთან. დაჯავშნილი მზვერავი მანქანების Ajax-ის შექმნისა და წარმოების პროგრამას 10 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოხმარდა, თუმცა 589 მანქანა Ajax მხოლოდ კონტრაქტის სახით არსებობს.
დასავლეთის პრობლემების არსია: აშშ და ნატო არ ფლობენ ეფექტურ იარაღს რუსეთის დასამარცხებლად და სტრატეგიულ ჩიხში იმყოფებიან. „კონტროლირებადი“ ესკალაცია სპეცოპერაციის ზონაში ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ანტირუსული ეკონომიკური სანქციები არ მუშაობს. უკრაინაში კოლექტიური დასავლეთი გეოპოლიტიკური მარცხისთვისაა განწირული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0