მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავიაკატასტროფა უკრაინაში: დაღუპულებს შორისაა შინაგან საქმეთა მინისტრი - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. უკრაინის ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფის დროს 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, დაწერა ეროვნული პოლიციის შეფმა იგორ კლიმენკომ Telegram-არხზე.

„18 იანვრის დილით ბროვარში უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიასაშუალებების ცნობით, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობას შეეჯახა.
კლიმენკოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ 16 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან ცხრა ვერტმფრენში იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
საავადმყოფოში გადაყვანილია 26 დაშავებული, აქედან 12 — ბავშვი. ტრაგედიის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0