მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: ეუთოს საქმიანობა - ეს პოლიტიკური გვამების დიპლომატიაა

© MFA of Russia / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ეუთო პოლიტიკური გვამების დიპლომატიითაა დაკავებული, რადგან მისი წარმომადგენლების ხმა არ ისმის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის თანამდებობაზე ტერეზა რიბეიროს მოსვლით კარდინალური ცვლილებები მოხდა. კერძოდ, ეუთომ შეწყვიტა რეაგირება რუსული მხარის მიერ მისთვის გაგზავნილ მასალებზე.

„ამას მათ ჩუმი დიპლომატია უწოდეს. სინამდვილეში კი, მაპატიეთ, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური გვამების დიპლომატიაა... [ეუთოს] სრულუფლებიანი, სხვადასხვა მანდატის მქონე წარმომადგენლები მკვდრები არიან, მათი არც ხმა ისმის და არც ჩანან. სამწუხაროდ, ეს არ არის ნეიტრალური პროცესი“, — განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის შიგნით „ამ სტრუქტურის სრულ დეგრადაციასთან დაკავშირებული“ პროცესები შეინიშნება.
ამასთან, ზახაროვას თქმით, რიბეიროს წინამორბედი არლემ დეზირე „იყო ადამიანი, რომელიც ნამდვილად ცდილობდა ობიექტურად შეეხედა მოვლენებისთვის“ და რუსული მხარის მიერ მიწოდებულ მასალებს ყოველთვის იყენებდა ანგარიშების მოსამზადებლად.
ყველა ახალი ამბავი
0