https://sputnik-georgia.com/20230117/tbilissi-giorgi-qardavas-personaluri-gamofena-ixsneba-274008745.html
თბილისში ცნობილი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა იხსნება
თბილისში ცნობილი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა იხსნება
Sputnik საქართველო
ქარდავას გამოფენა 24 იანვრამდე გაგრძელდება. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T20:29+0400
2023-01-17T20:29+0400
2023-01-17T22:45+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/56/239675603_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_5d751e86791a1b374de4c455f19be13a.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა 17 იანვარს iArt gallery-ში იხსნება.ქარდავამ გამოფენა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დააანონსა და აღნიშნა, რომ ღონისძიების სტუმრები ნახავენ „როგორც უკვე ნაცნობ ძველ ჰიტებს, ისე ახალ შლაგერებს“.მოვლენა მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის, რამდენადაც ეს არა მხოლოდ საქართველოში, საერთოდ მისი პირველი გამოფენაა. გამოფენა 24 იანვრამდე გაგრძელდება.გიორგი ქარდავა წალენჯიხაში დაიბადა. 2000 წელს მოსკოვში სასწავლებლად წავიდა, რის შემდეგ ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.ამ სარბიელზე მან დიდ წარმატებებს მიაღწია; მისი ობიექტივის წინ პოზირებდნენ ცნობილი მსახიობები - კონსტანტინ ხაბენსკი, ნიკიტა ეფრემოვი, დანილა კოზლოვსკი, შემსრულებლები - გრიგორი ლეპსი, ბასტა. ის მუშაობდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებთან, რომელთა შორის არიან რობერტ დე ნირო, ვენსან კასელი, ფრანჩესკო ტოტი. გარდა ამისა, მას მიჰყავს საავტორო ბლოგი „გიორგი კადრს მიღმა“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/56/239675603_113:0:1000:665_1920x0_80_0_0_305446a1a2d5652af023d033584019b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
თბილისში ცნობილი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა იხსნება
20:29 17.01.2023 (განახლებულია: 22:45 17.01.2023) ქარდავას გამოფენა 24 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფის გიორგი ქარდავას პერსონალური გამოფენა 17 იანვარს iArt gallery-ში იხსნება.
ქარდავამ გამოფენა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დააანონსა და აღნიშნა, რომ ღონისძიების სტუმრები ნახავენ „როგორც უკვე ნაცნობ ძველ ჰიტებს, ისე ახალ შლაგერებს“.
„და თუ სერიოზულად, მთელი გამოფენა საქართველოში გადაღებული პორტრეტების ირგვლივ იტრიალებს: ჩემი სამშობლოს სტუმრებისა და „მაგარი“ თანამემამულეების, რომელთა გადაღების ბედნიერებაც სხვადასხვა ქვეყანაში მხვდა წილად“, – დაწერა ქარდავამ.
მოვლენა მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის, რამდენადაც ეს არა მხოლოდ საქართველოში, საერთოდ მისი პირველი გამოფენაა. გამოფენა 24 იანვრამდე გაგრძელდება.
გიორგი ქარდავა წალენჯიხაში დაიბადა. 2000 წელს მოსკოვში სასწავლებლად წავიდა, რის შემდეგ ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.
ამ სარბიელზე მან დიდ წარმატებებს მიაღწია; მისი ობიექტივის წინ პოზირებდნენ ცნობილი მსახიობები - კონსტანტინ ხაბენსკი, ნიკიტა ეფრემოვი, დანილა კოზლოვსკი, შემსრულებლები - გრიგორი ლეპსი, ბასტა. ის მუშაობდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებთან, რომელთა შორის არიან რობერტ დე ნირო, ვენსან კასელი, ფრანჩესკო ტოტი. გარდა ამისა, მას მიჰყავს საავტორო ბლოგი „გიორგი კადრს მიღმა“.