https://sputnik-georgia.com/20230117/tbilisis-ramdenime-centralur-qucaze-saremonto-samusaoebis-gamo-mozraoba-seizrudeba-274014655.html
თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ მოძრაობის შეცვლილი სქემა გამოაქვეყნა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T21:00+0400
2023-01-17T21:00+0400
2023-01-17T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_bd333d883016f5bab6ef32f5e58b2436.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე – ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით.დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_53:0:1833:1335_1920x0_80_0_0_9510d057c28e7b73099bac5d13f6df9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება
21:00 17.01.2023 (განახლებულია: 22:53 17.01.2023) თბილისის მერიამ მოძრაობის შეცვლილი სქემა გამოაქვეყნა.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე – ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით.
დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.
მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.