საეკლესიო კალენდარი: 17 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerხევსურეთი
ხევსურეთი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 იანვარს აღნიშნავს კრებას წმიდათა 70-თა მოციქულთა, ასევე იხსენიებს შიომღვიმელ მოღვაწეთა: ევაგრეს, ილია დიაკონს და სხვათა; ღირსმოწამე ზოსიმე მონაზონს, მოწამე ათანასეს და ევსტათი I-ს, სერბელ მთავარეპისკოპოსს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება. ამ დღეს ასევე ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ.
ღირსნი მამანი ჩვენნი - ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი
ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.
სამრეკლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 16 იანვარი
ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 მონაზონი
ღირსმოწამე ექვთიმე, ვატოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 ბერი XIII საუკუნეში მოსაგრეობდნენ ათონის მთაზე. ისინი პირუთვნელად ამხელდნენ ლათინთა ერესისაკენ მიდრეკილ პატრიარქებს – მიხეილ პალეოლოგს (1261-1281) და იოანე დეკს (1275-1282), რისთვისაც წამებით ამოხადეს სული – იღუმენი ზღვაში დაახრჩვეს, ბერები კი – ჩამოახრჩვეს.
წმიდა ევსტათე I, სერბელი ეპისკოპოსი
ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა იგი. მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.
მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0