https://sputnik-georgia.com/20230117/saakasvilis-sasamartlo-ganaxlda-273993641.html
სააკაშვილის სასამართლო განახლდა - მსჯავრდებული პროცესში არ მონაწილეობს
სააკაშვილის სასამართლო განახლდა - მსჯავრდებული პროცესში არ მონაწილეობს
Sputnik საქართველო
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მისი ნათესავები და ადვოკატები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T15:44+0400
2023-01-17T15:44+0400
2023-01-17T20:40+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113170_342:273:3424:2007_1920x0_80_0_0_54ad75fcfa93ba6200b4e26144b93fe3.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ მონაწილეობს სასამართლო სხდომაში, სადაც მისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს განიხილავენ. მსჯავრდებულმა უარი თქვა ონლაინ ჩართვაზე, ხოლო მკურნალმა ექიმმა მისი სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მისი ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი სასამართლოში უკვე დაიკითხა.მისი თქმით, აღნიშნულ პროტოკოლს ხელს აწერენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებიც და მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც იქვე მიაწერა, რომ მზადაა სასამართლოს პირადად დაესწროს, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს.მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სააკაშვილს სურს მონაწილეობა მიიღოს ამ და სხვა სხდომებში, მაგრამ ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ აძლევს.„ეს არის ერთი მყარი მტკიცებულება, რომ იგი სასჯელს ვერ მოიხდის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში“, – განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში.დეპუტატი: სააკაშვილს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას იმ დროისთვის უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს... პოლიტოლოგის მოსაზრება>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113170_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_a60c1e5101fc5894e06b6b8a2d5b76b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სააკაშვილის სასამართლო განახლდა - მსჯავრდებული პროცესში არ მონაწილეობს
15:44 17.01.2023 (განახლებულია: 20:40 17.01.2023) სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მისი ნათესავები და ადვოკატები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ მონაწილეობს სასამართლო სხდომაში, სადაც მისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს განიხილავენ. მსჯავრდებულმა უარი თქვა ონლაინ ჩართვაზე, ხოლო მკურნალმა ექიმმა მისი სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მისი ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი სასამართლოში უკვე დაიკითხა.
„ჩვენ მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებულ იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას... მკურნალი ექიმის განმარტებით, იგი მსჯავრდებულს არ აძლევს სასამართლოზე ტრანსპორტირების რეკომენდაციას“, – განაცხადა მოსამართლე არევაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პროტოკოლს ხელს აწერენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებიც და მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც იქვე მიაწერა, რომ მზადაა სასამართლოს პირადად დაესწროს, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს.
მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სააკაშვილს სურს მონაწილეობა მიიღოს ამ და სხვა სხდომებში, მაგრამ ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ აძლევს.
„ეს არის ერთი მყარი მტკიცებულება, რომ იგი სასჯელს ვერ მოიხდის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში“, – განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას იმ დროისთვის უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.