მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომეხი დეპუტატი: რუსეთის სამხედრო ყოფნა ჩვენს ქვეყანაში მარადიული არ არის

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში
რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში მარადიული არ არის, მათ გარეშე სომხეთი თურქეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და უბრალოდ მეზობელი იქნება, განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა გურგენ არსენიანმა პორტალ news.am-თან ინტერვიუში.

„რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არის სახელმწიფოებრიობის შექმნის პირველი წლების ცივილიზაციური შეხედულებების შედეგი... სომხეთში რუსული სამხედრო ყოფნა მარადიული არ არის. სომხეთი აპირებს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებას, კეთილმეზობლური ურთიერთობების პლატფორმის შექმნას შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროგრამა“, — განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა.

მისი აზრით, რუსეთის სამხედრო ყოფნა ქვეყანაში, როგორც უსაფრთხოების გარანტორისა, რაღაც მომენტში „უმნიშვნელო გახდება“, „ეს დროის საკითხია და ეს დრო ახლოვდება“.
როგორც არსენიანი ამბობს, 90-იანი წლების სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რუსეთის სამხედრო ყოფნა ქვეყნისთვის „მაშველ რგოლად“ მიიჩნია, მიუთითებდა რა თურქეთიდან ეგზისტენციალურ საფრთხეებზე.

„ისინი თურქეთისკენ იშვერდნენ თითს... სომხეთში თურქეთთან საზღვარზე რუსი სამხედროების ყოფნის ზემიზანი სომხეთის შენარჩუნება კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, თურქეთის წინააღმდეგ მიმართული მუქარაა... თურქეთი ჩვენ არასდროს დაგვმუქრებია. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ფაქტი სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ“, — აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული ძალები სომხეთიდან გავლენ, თურქეთი სომხეთისთვის ჩვეულებრივ მეზობლად იქცევა.
„თუ ისინი აქ არ იქნებიან, სომხეთი გახდება ქვეყანა, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ შორის, არც თურქეთისთვის. აბა, როგორ დაემუქრება სომხეთი თავისი პოტენციალით თურქეთს? ჩვენ ვიქცევით მეზობლად, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის, ისევე, როგორც საქართველოსთვის ან ირანისთვის. და ამ შემთხვევაში რუსული პარადიგმის გამოვლინებები შეჩერდება“, — განაცხადა არსენიანმა.
სომხეთის შირაქის ოლქში, გიუმრიში, 1995 წლის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების თანახმად, რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული. 2010 წელს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსული ძალების სომხეთში ყოფნის ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0