მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Oxfam: მთელი მსოფლიო სიმდიდრის უმეტესი ნაწილი 1%-ის ხელშია

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. 2020 წლიდან მსოფლიოში ახლად დაგროვილი პირადი სიმდიდრის ორი მესამედი (63%) მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ზე მოდის, ნათქვამია საერთაშორისო საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam-ის მოხსენებაში, რომელიც დავოსის ფორუმის გახსნას ეძღვნება.
ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, 2020 წელს დაგროვილი 26 ტრილიონი დოლარი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ის ხელში აღმოჩნდა, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის დანარჩენ 99%-ს მხოლოდ 16 ტრილიონი ერგო.
მათი თქმით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კაპიტალი ყოველდღიურად 2,7 მლრდ-ით იზრდება. ამ ფონზე კი „ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად ზოგავენ ყველაზე აუცილებელზე, მათ შორის საკვებზე“.

„800 მილიონი ადამიანი ყოველდღე მშიერი იძინებს, სულ მცირე 1,7 მილიარდი დასაქმებულის ხელფასი ვერ ეწევა მზარდ ინფლაციას, რის გამოც საკვების შეძენა და ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა უჭირთ“, — ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან ორგანიზაციის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები ოთხჯერ მეტს ხარჯავენ ვალების დაფარვაზე „ხშირად მტაცებელი, მდიდარი კერძო კრედიტორებისთვის, ვიდრე ჯანდაცვაზე“.
უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად Oxfam სუპერმდიდარი ადამიანების დაბეგვრის სისტემატურ, მასშტაბურ ზრდას გვთავაზობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისათვის სიმდიდრის გადასახადებზე საგადასახადო შემოსავლების ყოველ ერთ დოლარზე მხოლოდ 4 ცენტი მოდის.
Oxfam-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერებისა და მულტიმილიონერების სიმდიდრეზე 5%-იანი დამატებითი გადასახადის შემოღება 2 მილიარდ ადამიანს სიღარიბისგან იხსნის და ასევე „შიმშილის ლიკვიდაციის გლობალურ გეგმასაც“ დააფინანსებს.
Forbes-ის ვერსიით, 2022 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 2668 მილიარდერი შედიოდა, რაც 87 ადამიანით მეტია 2021 წელთან შედარებით. მათი საერთო ქონება 12,7 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული.
16 იანვრის მდგომარეობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულში არიან Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო — 209,2 მილიარდი დოლარით, Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი — 146 მილიარდი დოლარით, და Adan Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადანი — 129,3 მილიარდი დოლარით.
წყარო: Oxfam
ყველა ახალი ამბავი
0