ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,3%-ით გაიზარდა და 91,41 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,67%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,1%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,17% მოგებით 100,46 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,46 პუნქტის ფასით, 10,43% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,28%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,57%-ით გაიზარდა 88,16 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,64%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,21%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 26,6 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 271 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,95–27,35 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 2,08%-ით და ერთ აქციაზე 7,35 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 214 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,09–7,4 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 0,23%-ით და 22 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 163 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,5–22,3 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0