https://sputnik-georgia.com/20230117/legendaruli-qartveli-mowadrake-iubiles-arnisnavs-274014939.html
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე იუბილეს აღნიშნავს
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე იუბილეს აღნიშნავს
Sputnik საქართველო
მაია ჩიბურდანიძემ ქალთა შორის პირველმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 17 წლის ასაკში. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T21:20+0400
2023-01-17T21:20+0400
2023-01-17T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23894/65/238946587_187:483:2967:2047_1920x0_80_0_0_541b7a96cce2fa9152f41dba21b2fa54.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერს და საჭადრაკო „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელს მაია ჩიბურდანიძეს დღეს 62 წელი შეუსრულდა.მაია ჩიბურდანიძე – საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1978–1991 წლებში. საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, ხუთჯერ - სსრკ ნაკრების შემადგენლობაში და ოთხჯერ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.ჩიბურდანიძეს ჭადრაკის თამაში ათი წლით უფროსმა ძმამ ასწავლა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე უგებდა თავის „მასწავლებელს“, ამიტომ მშობლებმა მაია ჭადრაკის წრეზე მიიყვანეს. ასე, რვა წლის ასაკში დაიწყო მისი გზა ჭადრაკის ვარსკვლავებისკენ.ქალთა შორის ოლიმპიადებზე მოგებათა რაოდენობის მიხედვით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩება.მაია ჩიბურდანიძემ ქალთა შორის პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 17 წლის ასაკში. ტიტული მას 1978 წელს კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკისგან, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან გადაეცა. ჩიბურდანიძემ გაფრინდაშვილს ანგარიშით 8,5:6,5 მოუგო.2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია, სადაც სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23894/65/238946587_583:521:2618:2047_1920x0_80_0_0_6be76ae2de24a7ee0a6acf7744012f1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე იუბილეს აღნიშნავს
21:20 17.01.2023 (განახლებულია: 22:57 17.01.2023) მაია ჩიბურდანიძემ ქალთა შორის პირველმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 17 წლის ასაკში.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერს და საჭადრაკო „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელს მაია ჩიბურდანიძეს დღეს 62 წელი შეუსრულდა.
მაია ჩიბურდანიძე – საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1978–1991 წლებში. საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, ხუთჯერ - სსრკ ნაკრების შემადგენლობაში და ოთხჯერ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.
ჩიბურდანიძეს ჭადრაკის თამაში ათი წლით უფროსმა ძმამ ასწავლა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე უგებდა თავის „მასწავლებელს“, ამიტომ მშობლებმა მაია ჭადრაკის წრეზე მიიყვანეს. ასე, რვა წლის ასაკში დაიწყო მისი გზა ჭადრაკის ვარსკვლავებისკენ.
ქალთა შორის ოლიმპიადებზე მოგებათა რაოდენობის მიხედვით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩება.
მაია ჩიბურდანიძემ ქალთა შორის პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 17 წლის ასაკში. ტიტული მას 1978 წელს კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკისგან, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან გადაეცა. ჩიბურდანიძემ გაფრინდაშვილს ანგარიშით 8,5:6,5 მოუგო.
2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია, სადაც სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.