მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერო: საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიო ენების 95% გაქრება

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ამჟამად არსებული 7 ათასი ენიდან დაახლოებით 95% შესაძლოა საუკუნის ბოლომდე გაქრეს, იუწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

„ოპტიმისტური შეფასებით, 2100 წლისთვის თანამედროვე ენების სულ მცირე 50 პროცენტი გადაშენდება ან გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. პესიმისტური, თუმცა სრულიად რეალური პროგნოზით, საუკუნის ბოლოსთვის ენების 90-95% გაქრება ან სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება. მათი უმეტესობა ძირძველი ხალხების ენებია. კაცობრიობას შესაძლოა მხოლოდ 300-600 ენა დარჩეს, რომლებსაც ამ საუკუნის ბოლოსთვის საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი გლობალური დათბობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებია, რომელთა გამოც სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის საცხოვრებლად ისეთ ადგილებში, სადაც უცხო ენაზე საუბარი უწევს.
არსებული მონაცემებით, 2021 წელს სტიქიური კატასტროფების გამო 23,7 მილიონი ადამიანი გადასახლდა სხვა ადგილზე. 2018 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონით ნაკლები იყო და 18,8 მლნ-ს აღწევდა.
ექსპერტების განმარტებით, მიგრაციის უმეტესი ნაწილი აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში ხდება, სადაც კუნძულოვანი სახელმწიფოების მოსახლეობა სწრაფად მცირდება. ამავდროულად ეს რეგიონი ძირძველი ენების სამშობლოა. მაგალითად, ვანუატუში, რომელსაც ზღვის დონის აწევა ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის, დღეისათვის 110 ენაზე საუბრობენ.
გაეროს ბოლო კლიმატურ სამიტზე განვითარებადმა ქვეყნებმა სტიქიური უბედურებების ზრდაში მდიდარი ქვეყნები დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ამ ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა ზრდის სათბური გაზების გლობალურ გამოფრქვევას და აძლიერებს გლობალურ დათბობას, რის გამოც განვითარებადი ქვეყნები ზარალდებიან.
წყარო: გაერო
ყველა ახალი ამბავი
0