ცხენებით ხტომა კოცონზე: ესპანეთში ფესტივალი Las Luminarias გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
ასობით მხედარი ახტებოდა კოცონს, რაც, თქმულების თანახმად, ცხენებს ტრავმებისა და ავადმყოფობისგან იცავს.
სან ბართოლომე დე პინარესის მუნიციპალიტეტის პროვინცია ავილაში ყოველლწიური ფესტივალი Las Luminarias გაიმართა.
ყოველი წლის 16 იანვარს, წმინდა ანტონიას დღეს, რომელიც ცხოველთა დამცველია, ასობით მხედარი იყრის თავს დღესასწაულზე. ისინი ახტებიან კოცონს, რაც, თქმულების თანახმად, ცხენებს ტრავმებისა და ავადმყოფობისგან იცავს. გადახტომამდე ცხენებს წყლით ასველებენ.
ტრადიცია ასობით წელს ითვლის.
ფესტივალზე მიდიან ტურისტები მთელი მსოფლიოდან. ცხენების ხტომა კოცონზე ლამაზი სანახაობაა, რომელიც ყველამ უნდა იხილოს.
ყველა ახალი ამბავი
0