https://sputnik-georgia.com/20230117/ebrd-tbilisis-metros-seketebaze-kredits-gamoyofs-mxareebma-xelsekruleba-gaaformes-274016803.html
EBRD თბილისის მეტროს შეკეთებაზე კრედიტს გამოყოფს: მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს
EBRD თბილისის მეტროს შეკეთებაზე კრედიტს გამოყოფს: მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს
Sputnik საქართველო
მეტროსადგურების შეკეთებისთვის სესხის სახით 50,6 მილიონი ევროს გამოყოფის პროექტი 2023 წლის 11 იანვარს დამტკიცდა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T22:49+0400
2023-01-17T22:49+0400
2023-01-17T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/75/237767540_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d80058c671402407a4f81e79a0f69d7d.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გააფორმეს დოკუმენტი საერთაშორისო ბანკის მიერ თბილისის მეტროსადგურების შეკეთებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.მეტროსადგურების შეკეთებისთვის სესხის სახით 50,6 მილიონი ევროს გამოყოფის პროექტი 2023 წლის 11 იანვარს დამტკიცდა. იგი თანადაფინანსებული იქნება მწვანე კლიმატის ფონდის 5 მილიონი ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტით.პროექტი ითვალისწინებს თბილისის 12 მეტროსადგურის შეკეთებას და მოდერნიზაციას.პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც უნდა დაეხმაროს ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსების და მეტროს სისტემების განახლების და ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.თბილისის სატრანსპორტო კომპანია სესხს ორი ტრანშის სახით მიიღებს - პირველი ტრანშის ოდენობა 30,3 მილიონი ევრო იქნება. მეორე ტრანშის - 20,3 მილიონი ევრო.საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში EBRD-მა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/75/237767540_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_b6353fb83ab5ec60936e12fa1f3514f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
EBRD თბილისის მეტროს შეკეთებაზე კრედიტს გამოყოფს: მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს
მეტროსადგურების შეკეთებისთვის სესხის სახით 50,6 მილიონი ევროს გამოყოფის პროექტი 2023 წლის 11 იანვარს დამტკიცდა.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გააფორმეს დოკუმენტი საერთაშორისო ბანკის მიერ თბილისის მეტროსადგურების შეკეთებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მეტროსადგურების შეკეთებისთვის სესხის სახით 50,6 მილიონი ევროს გამოყოფის პროექტი 2023 წლის 11 იანვარს დამტკიცდა. იგი თანადაფინანსებული იქნება მწვანე კლიმატის ფონდის 5 მილიონი ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტით.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის 12 მეტროსადგურის შეკეთებას და მოდერნიზაციას.
პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც უნდა დაეხმაროს ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსების და მეტროს სისტემების განახლების და ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სესხს ორი ტრანშის სახით მიიღებს - პირველი ტრანშის ოდენობა 30,3 მილიონი ევრო იქნება. მეორე ტრანშის - 20,3 მილიონი ევრო.
საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში EBRD-მა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში.