https://sputnik-georgia.com/20230117/batumis-meriis-tanamsromeli-qrtamis-arebis-faqtze-daakaves-274014218.html
ბათუმის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ბათუმის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
Sputnik საქართველო
2400 ლარის ოდენობით ქრთამის გამო მერიის თანამშრომელს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T20:40+0400
2023-01-17T20:40+0400
2023-01-17T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2.400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქრთამის აღება“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ბათუმის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
20:40 17.01.2023 (განახლებულია: 22:49 17.01.2023) 2400 ლარის ოდენობით ქრთამის გამო მერიის თანამშრომელს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2.400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქრთამის აღება“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.