ბასილაშვილი Australian Open-ს პირველივე წრეში გამოეთიშა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
Australian Open-ის მოქმედი ჩემპიონი 36 წლის ესპანელი რაფაელ ნადალია.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (90-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) ავსტრალიის ღია ჩემპიონატის (Australian Open) პირველი წრე ვერ დაძლია – ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან დამარცხდა.
ბასილაშვილმა ამერიკელ სპორტსმენთან ოთხ სეტში ანგარიშით 4:6, 2:6, 6:4, 5:7 დათმო. მატჩი 2,5 საათი გაგრძელდა.
ჩანდა, რომ ფრიტცს დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ ბასილაშვილმა მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ამიტომ მეოთხე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.
ფრიტცს დიდი უპირატესობა ჰქონდა ეისებში: მან 32 ეისი შეასრულა, ბასილაშვილმა კი მხოლოდ 9. ამასთან, ქართველმა ჩოგბურთელმა 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრიტცმა მხოლოდ 2. ამერიკელმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა კი ოთხიდან ორი.
Australian Open-ის მოქმედი ჩემპიონი 36 წლის ესპანელი რაფაელ ნადალია.
ყველა ახალი ამბავი
0