მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა: განცხადება დაწერილია

© courtesy of Aleksey Arestovichალექსეი არესტოვიჩი
ალექსეი არესტოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ის სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
არესტოვიჩის თქმით, თანამდებობიდან წასვლა დნეპროპეტროვსკში მრავალსართულიანი სახლის აფეთქებაზე მის განცხადებას უკავშირდება, რომელშიც მან უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაადანაშაულა.

„დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, — დაწერა არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში.

ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა საბოლოო ეს გადაწყვეტილება, თუმცა კომენტარებში დაწერა, რომ „თანამდებობიდან ბოლო გადადგომიდან თვე-ნახევრის შემდეგ ომი დაიწყო. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად“.
14 იანვარს ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ სახლს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა მოხვდა და სახლი ამის გამო დაინგრა.
მის სიტყვებს კრიტიკის ტალღა მოჰყვა. უკრაინელმა დეპუტატებმა არესტოვიჩის გადადგომაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ხოლო დნეპროპეტროვსკის მერმა ბორის ფილატოვმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსს და მოუწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ქვეყნის კონტრდაზვერვას, შეემოწმებინათ იგი. შედეგად, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა უარი თქვა თავის სიტყვებზე, განაცხადა, რომ მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა.
ყველა ახალი ამბავი
0