საქართველოს სუპერთასის ჩატარების წესები შეიცვალა

© Pixabay / NoName_13ფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
ახალი წესების მიხედვით, მინი-ტურნირში ითამაშებს ევროთასებზე გასული სამი გუნდი და საქართველოს თასის მფლობელი გუნდი.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ამიერიდან საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის შემდეგ.

„დღეს განსახილველი საკითხი საქართველოს სუპერთასის გათამაშებაც იყო. ამიერიდან მისი ფორმატი შეიცვლება და ახალი სისტემით გაიმართება – სუპერთასისთვის ოთხი გუნდი იბრძოლებს და იქნება ნახევარფინალები და ფინალი“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ახალი წესების მიხედვით, მინი-ტურნირში ითამაშებს ევროთასებზე გასული სამი გუნდი და საქართველოს თასის მფლობელი გუნდი.
„ეს ევროთასებზე გასული გუნდებისთვის საინტერესო თამაშები იქნება და მათ ევროტურნირების მატჩებისთვის კარგად მომზადებაშიც დაეხმარება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შესაბამისად, ამ ცვლილების მიხედვით, გასული სეზონის შედეგებით სუპერთასისთვის იბრძოლებენ თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.
აქამდე სუპერთასის ბრძოლა იმართებოდა ქვეყნის ჩემპიონსა და საქართველოს თასის მფლობელს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0