https://sputnik-georgia.com/20230116/romeli-produqtebis-wama-ar-seizleba-zog-wamaltan-ertad-273960451.html
არაპროგნოზირებადი შედეგები: არ მიირთვათ ეს პროდუქტები წამლებთან ერთად
არაპროგნოზირებადი შედეგები: არ მიირთვათ ეს პროდუქტები წამლებთან ერთად
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რას ჭამთ და სვამთ, მით უმეტეს, თუ ქრონიკული... 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T13:50+0400
2023-01-16T13:50+0400
2023-01-16T17:23+0400
ექიმი გირჩევთ
სასარგებლო რჩევები
მედიცინა
ჯანმრთელობა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23518/79/235187977_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_a5388130a6abdeb08aafc5b69ddd7244.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რას ჭამთ და სვამთ, მით უმეტეს, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ და იძულებული ხართ მუდმივად სვათ წამლები, წერს გამოცემა Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.ექსპერტების თქმით, ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის კომბინაცია ფატალურ მოწამვლას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, რომ პრეპარატების მიღებამდე გულისყურით გაეცნოთ მათ ინსტრუქციებს.საქმე ისაა, რომ საკვები ნაწლავებში დაშლის შემდეგ ღვიძლში მეტაბოლიზდება, წამლები საკვებ ნივთიერებებთან რეაქციაში შედის და ამან შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.ექიმები გვირჩევენ, რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი გარკვეული მედიკამენტების მიღების შემდეგ, ან რა შუალედი უნდა გავაკეთოთ საკვებ-სასმელსა და წამალს შორის.ჩაი და ყავათუ რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალებებს იღებთ, უნდა მოერიდოთ ჩაის, ყავას, რძესა და რძის პროდუქტებს — პრეპარატის მიღებამდე ორი საათით ადრე და ასევე მისი მიღებიდან ორი საათის შემდეგ. ეს პროდუქტები ხელს უშლის ნაწლავებში რკინის შეწოვას.ანემიის სამკურნალო საშუალებების უკეთ ათვისებისთვის რეკომენდებულია მათი მიღება ფორთოხლის წვენთან ან C ვიტამინის დანამატთან ერთად — ცარიელ კუჭზე.გრეიპფრუტიგრეიპფრუტი შეიძლება ასევე საშიში იყოს, ვინადან ის ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების ეფექტს აძლიერებს. ერთ ცალ გრეიპფრუტს ან მის წვენს შეუძლია 13-ჯერ გაზარდოს ქოლესტერინის საწინააღმდეგო ზოგი მედიკამენტის მოქმედების სიძლიერე, რაც ასევე ზრდის პრეპარატის გვერდით მოვლენებს.გრეიპფრუტთან რეაქციაში შედის შემდეგი სამკურნალო საშუალებები:ბოსტნეული და ხილიმწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი და ასევე შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას.თუ თქვენ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს იღებთ, ამ პროდუქტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მათ მუშაობას.ძირტკბილას ფესვის ნაყენიშავი ძირტკბილას ფესვი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე. შესაბამისად, ამ მცენარეს შეუძლია ჯანმრთელ ადამიანებშიც კი გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა.ამიტომ, თუ არტერიული წნევა ან გულის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მოერიდოთ ძირტკბილას ფესვის ნაყენს, რომელსაც ბევრი ადამიანის სვამს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ექიმების თქმით, ძირტკბილას ფესვის ნაყენის მიღება არ შეიძლება თირკმლების დაავადების, გაცხიმოვნების, ღვიძლის ციროზის, კალიუმის დეფიციტის, ასევე ორსულობის დროს. წყარო: Ensonhaber
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23518/79/235187977_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_4458c5e426abaa984ba82cad80c6a047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ექიმი გირჩევთ , სასარგებლო რჩევები , მედიცინა, ჯანმრთელობა
ექიმი გირჩევთ , სასარგებლო რჩევები , მედიცინა, ჯანმრთელობა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რას ჭამთ და სვამთ, მით უმეტეს, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ და იძულებული ხართ მუდმივად სვათ წამლები, წერს გამოცემა Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექსპერტების თქმით, ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის კომბინაცია ფატალურ მოწამვლას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, რომ პრეპარატების მიღებამდე გულისყურით გაეცნოთ მათ ინსტრუქციებს.
საქმე ისაა, რომ საკვები ნაწლავებში დაშლის შემდეგ ღვიძლში მეტაბოლიზდება, წამლები საკვებ ნივთიერებებთან რეაქციაში შედის და ამან შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.
ექიმები გვირჩევენ, რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი გარკვეული მედიკამენტების მიღების შემდეგ, ან რა შუალედი უნდა გავაკეთოთ საკვებ-სასმელსა და წამალს შორის.
ჩაი და ყავა
თუ რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალებებს იღებთ, უნდა მოერიდოთ ჩაის, ყავას, რძესა და რძის პროდუქტებს — პრეპარატის მიღებამდე ორი საათით ადრე და ასევე მისი მიღებიდან ორი საათის შემდეგ. ეს პროდუქტები ხელს უშლის ნაწლავებში რკინის შეწოვას.
ანემიის სამკურნალო საშუალებების უკეთ ათვისებისთვის რეკომენდებულია მათი მიღება ფორთოხლის წვენთან ან C ვიტამინის დანამატთან ერთად — ცარიელ კუჭზე.
გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი შეიძლება ასევე საშიში იყოს, ვინადან ის ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების ეფექტს აძლიერებს. ერთ ცალ გრეიპფრუტს ან მის წვენს შეუძლია 13-ჯერ გაზარდოს ქოლესტერინის საწინააღმდეგო ზოგი მედიკამენტის მოქმედების სიძლიერე, რაც ასევე ზრდის პრეპარატის გვერდით მოვლენებს.
გრეიპფრუტთან რეაქციაში შედის შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
ქოლესტერინის დონის დამწევი სტატინები (განსაკურებით, სიმვასტატინის შემცველები);
არითმიის სამკურნალო პრეპარატები;
ანტიფსიქოტიკური პრეპარატები (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების დროს);
მედიკამენტები, რომლებიც იმუნური სისტემის დასათრგუნად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ.
ბოსტნეული და ხილი
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი და ასევე შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას.
თუ თქვენ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს იღებთ, ამ პროდუქტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მათ მუშაობას.
ძირტკბილას ფესვის ნაყენი
შავი ძირტკბილას ფესვი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე. შესაბამისად, ამ მცენარეს შეუძლია ჯანმრთელ ადამიანებშიც კი გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა.
ამიტომ, თუ არტერიული წნევა ან გულის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მოერიდოთ ძირტკბილას ფესვის ნაყენს, რომელსაც ბევრი ადამიანის სვამს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, ძირტკბილას ფესვის ნაყენის მიღება არ შეიძლება თირკმლების დაავადების, გაცხიმოვნების, ღვიძლის ციროზის, კალიუმის დეფიციტის, ასევე ორსულობის დროს.