https://sputnik-georgia.com/20230116/raze-metyvelebs-tqveni-sayvareli-yava-fsiqlogebis-daxasiateba-273968865.html
რაზე მეტყველებს თქვენი საყვარელი ყავა: ფსიქოლოგების დახასიათება
რაზე მეტყველებს თქვენი საყვარელი ყავა: ფსიქოლოგების დახასიათება
Sputnik საქართველო
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საყვარელი ყავის სახეობა ადამიანის ხასიათზე გარკვეულ მინიშნებებს იძლევა. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T18:06+0400
2023-01-16T18:06+0400
2023-01-16T22:00+0400
სასარგებლო რჩევები
ეს საინტერესოა
ფსიქოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/61/245466139_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_d9a04348fa47b46772afa3da9d7e7a1b.jpg
ფინჯანი ყავა ჩვეულებრივი რიტუალია მილიონობით ადამიანისთვის. განსხვავებით ჩაისა თუ წვენებისგან, რომლებსაც ხშირად ვიცვლით გემოს მიხედვით, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს შერჩეული „ამოჩემებული“ ყავა.მაგალითად, ვისაც უყვარს:უკოფეინო ყავა — ასეთი ყავის მოყვარულებს არ ხიბლავთ დიდი ცვლილებები. არიან მორცხვები და თავმდაბლები. არ მოსწონთ, როცა რამე აღელვებთ. უპირატესობას ჩვეულ გარემოს ანიჭებენ და არასდროს არღვევენ „თამაშის წესებს“.ორმაგი ესპრესო — ამ ყავას ირჩევენ ისინი, ვისი აზრითაც ცხოვრება სასიამოვნო მოვლენათა თანმიმდევრობა უნდა იყოს. ამიტომ ისინი, ვინც ორმაგი ესპრესოს მოყვარულებთან აპირებენ ურთიერთობის დაწყებას, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.კაპუჩინო — ეს რომანტიკული და ერთგვარად გულდახურული ადამიანები არიან. როგორც წესი, „განზე დგანან“ და თუ მიახლოების საშუალება მოგცეს, მხოლოდ მაშინ დაინახავთ, რამდენად შემოქმედებითი და გამომგონებლური ბუნებისანი არიან ისინი.მაკიატო — საიმედო და პასუხისმგებლიანი ხალხი. არიან დახვეწილები და კარგად ორგანიზებულები. არასდროს აგვიანებენ იქ, სადაც ელიან. თავისუფლად შეიძლება მათზე დაყრდნობა.ნაღებიანი ყავა — ეს ჯანმრთელობაზე გადაგებული ხალხია. ისინი თითქოს შეპყრობილები არიან საკუთარ სხეულსა და ორგანიზმზე ზრუნვით. არჩევენ ცხოვრების ჯანმრთელ წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამ კუთხით ისინი თითქმის არასდროს დუნდებიან.ყავა კარამელით, შოკოლადით ან ვანილით — ეს სიცოცხლის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შეუძლიათ. რეალურად მათ სულაც არ უყვართ ყავა, ამიტომ მის მწარე გემოს ტკბილი არომატებით ნიღბავენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/61/245466139_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9e41a46e5792f52757babff3ca6575da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია
სასარგებლო რჩევები , ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია
რაზე მეტყველებს თქვენი საყვარელი ყავა: ფსიქოლოგების დახასიათება
18:06 16.01.2023 (განახლებულია: 22:00 16.01.2023) ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საყვარელი ყავის სახეობა ადამიანის ხასიათზე გარკვეულ მინიშნებებს იძლევა.
ფინჯანი ყავა ჩვეულებრივი რიტუალია მილიონობით ადამიანისთვის. განსხვავებით ჩაისა თუ წვენებისგან, რომლებსაც ხშირად ვიცვლით გემოს მიხედვით, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს შერჩეული „ამოჩემებული“ ყავა.
უკოფეინო ყავა — ასეთი ყავის მოყვარულებს არ ხიბლავთ დიდი ცვლილებები. არიან მორცხვები და თავმდაბლები. არ მოსწონთ, როცა რამე აღელვებთ. უპირატესობას ჩვეულ გარემოს ანიჭებენ და არასდროს არღვევენ „თამაშის წესებს“.
ორმაგი ესპრესო — ამ ყავას ირჩევენ ისინი, ვისი აზრითაც ცხოვრება სასიამოვნო მოვლენათა თანმიმდევრობა უნდა იყოს. ამიტომ ისინი, ვინც ორმაგი ესპრესოს მოყვარულებთან აპირებენ ურთიერთობის დაწყებას, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.
კაპუჩინო — ეს რომანტიკული და ერთგვარად გულდახურული ადამიანები არიან. როგორც წესი, „განზე დგანან“ და თუ მიახლოების საშუალება მოგცეს, მხოლოდ მაშინ დაინახავთ, რამდენად შემოქმედებითი და გამომგონებლური ბუნებისანი არიან ისინი.
მაკიატო — საიმედო და პასუხისმგებლიანი ხალხი. არიან დახვეწილები და კარგად ორგანიზებულები. არასდროს აგვიანებენ იქ, სადაც ელიან. თავისუფლად შეიძლება მათზე დაყრდნობა.
ნაღებიანი ყავა — ეს ჯანმრთელობაზე გადაგებული ხალხია. ისინი თითქოს შეპყრობილები არიან საკუთარ სხეულსა და ორგანიზმზე ზრუნვით. არჩევენ ცხოვრების ჯანმრთელ წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამ კუთხით ისინი თითქმის არასდროს დუნდებიან.
ყავა კარამელით, შოკოლადით ან ვანილით — ეს სიცოცხლის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შეუძლიათ. რეალურად მათ სულაც არ უყვართ ყავა, ამიტომ მის მწარე გემოს ტკბილი არომატებით ნიღბავენ.