მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

30-წლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მაფიის ბოსი დააკავა - ვიდეო

© ALBERTO PIZZOLI
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. იტალიის ხელისუფლებამ მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო დააკავა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას, იუწყება სააგენტო ANSA წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც მასმედია იუწყება, დენაროს პოვნაში სამართალდამცველებს ის ფაქტი უშლიდა ხელს, რომ მათ არ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა იგი.
გავრცელებული ინფორმაციით, დენარო, რომელსაც პოლიცია 1993 წლიდან ეძებდა, პალერმოს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში აიყვანეს, სადაც ის რეგულარულად დადიოდა გამოკვლევებზე. სამართალდამცველებმა შეიტყვეს, რომ 60 წლის დენაროს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მისი შემდგომი ვიზიტის თარიღის დადგენაც შეძლეს. იმისათვის, რომ დაკავების ოპერაციისას ჩვეულებრივი პაციენტები არ დაზიანებულიყვნენ, პოლიციამ კლინიკაში რამდენიმე ათეული ფარული თანამშრომელი განათავსა.
ტელეარხ Sky Tiji-ს ცნობით, დაკავებისას დენაროს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მანამდე მატეო მესინა დენაროს უკვე ჰქონდა შეფარდებული მუდმივი პატიმრობა სიცილიაზე, რომში, მილანსა და ფლორენციაში მკვლელობებისა და ტერაქტების ორგანიზებისთვის, რასაც მაფია ხშირად მიმართავდა ხოლმე ხელისუფლების დაშინების მიზნით. 2020 წელს სიცილიის ქალაქ კლატანისეტის სასამართლომ დენარო 1992 წელს ორი მოსამართლის — ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობების ორგანიზებაში დაადანაშაულა.
გამოძიება ვარაუდობდა, რომ დენარო სიცილიურ მაფიას 2007 წელს ჩაუდგა სათავეში — მას შემდეგ, რაც „კოზა ნოსტრას“ წინა ბოსი სალვატორ ლო პიკოლო დააპატიმრეს. მაგრამ მისი გარემოცვის წევრები, რომლებსაც პოლიცია წლების განმავლობაში აკავებდა, უარყოფდნენ ამ ფაქტს. მათი თქმით, დენარო ტრაპანის კლანის წარმომადგენელია, ხოლო „ნათლიები“ ტრადიციულად კორლეონედან არიან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ დენაროს დაკავებას „სახელმწიფოს დიდი გამარჯვება“ უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0