https://sputnik-georgia.com/20230116/massimo-dutti--s-saxe-matilda-gvarliani-gaxda-273975081.html
მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა
მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა
Sputnik საქართველო
ქართველი გოგონა ქალაქის ქუჩებში მინიმალისტური და ყოველდღიური, ელეგანტური ლუქებით პოზირებდა. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T20:10+0400
2023-01-16T20:10+0400
2023-01-16T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/10/273972815_0:0:1419:799_1920x0_80_0_0_d1044cd5b6f1949052f259c33091d18a.jpg
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.Massimo Dutti-მ წარმოადგინა 2023 წლის კოლექცია სახელწოდებით Upside Down, რომლის სახეც პირველად მატილდა გვარლიანი გახდა.ბრენდმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა. ქართველი გოგონა ქალაქის ქუჩებში მინიმალისტური და ყოველდღიური, ელეგანტური ლუქებით პოზირებდა. მატილდა მუშაობდა ფოტოგრაფ ბრუნო სტაბთან და სტილისტ ჯეისონ რაიდერთან.მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/10/273972815_0:0:1419:1065_1920x0_80_0_0_5289bfbd9268ad82ceeb46c4f5dde169.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ , ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ , ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა
20:10 16.01.2023 (განახლებულია: 22:22 16.01.2023) ქართველი გოგონა ქალაქის ქუჩებში მინიმალისტური და ყოველდღიური, ელეგანტური ლუქებით პოზირებდა.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
Massimo Dutti-მ წარმოადგინა 2023 წლის კოლექცია სახელწოდებით Upside Down, რომლის სახეც პირველად მატილდა გვარლიანი გახდა.
ბრენდმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა. ქართველი გოგონა ქალაქის ქუჩებში მინიმალისტური და ყოველდღიური, ელეგანტური ლუქებით პოზირებდა. მატილდა მუშაობდა ფოტოგრაფ ბრუნო სტაბთან და სტილისტ ჯეისონ რაიდერთან.
მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.