კონკურენციის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerქართული თხილი
ქართული თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
სააგენტო ასევე ახორციელებს ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის ბაზრების მონიტორინგს.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა.
„მონიტორინგის მიზანია შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონურ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გარდა ამისა, სააგენტო ახორციელებს ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგს.
წყარო - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0