საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არჩევნებში ჯანსაღი კონკურენცია სურს

© courtesy of Georgian Football Federationლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელ ლევან კობიაშვილს სურდა, რომ 4 თებერვლის არჩევნები სხვა კანდიდატებთან ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩატარებულიყო.
ორშაბათს, 16 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ლევან კობიაშვილმა მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა. კანდიდატების რეგისტრაცია 14 იანვარს დასრულდა.

„მსურდა, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგანაც ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ვარ თუ არა ხელისუფლების კანდიდატი? – არ ვიცი ვისი ფავორიტი ვარ... ბედნიერი ვიქნებოდი, თუ პრეზიდენტობის სავარძლისთვის სხვა კანდიდატებიც იბრძოლებდნენ“, – განაცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებთან.

14 იანვრამდე სფფ-ის წევრებს არა მხოლოდ პრეზიდენტობის, არამედ აღმასკომის წევრებისა და ყრილობის დელეგატების კანდიდატურები უნდა წარედგინათ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მესამე წრეზე მიდის>>>
კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის 30 სუბიექტიდან 29 მათგანმა წარადგინა.
სფფ-ის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ფედერაციის ბოლო საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ლევან კობიაშვილი, რომელიც მაშინაც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული) ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0