ჯადოსნური ელექსირი: დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა და ზედმეტ წონას დაივიწყებთ

© Pixabay / kkolosovწვენი
წვენი  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
ეს საშუალება მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება, მისით წონის კლების პარალელურად ორგანიზმს ვიტამინებსა და სასარგებლო მიკროორგანიზმებსაც მიაწვდით.
ჭარბი წონა თანამედროვეობის უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ცუდად აისახება არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. მაგალითად, ჭარბი წონაა დიაბეტისა და ჰიპერტონიის ჩამოყალიბების ძირითადი წყარო.
ჭარბი წონის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ზღუდავენ საკვების მიღებას და ფიზიკურად იტვირთავენ თავს. ზოგიერთი ქირურგიულ გზასაც მიმართავს, მაგრამ ასეთი ძვირი სიამოვნების საშუალება ყველას არა აქვს.
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა>>
მათთვის, ვისაც ჩამოთვლილი ვარიანტებიდან არცერთი არ ერგება, პრაქტიკულად მეტი გამოსავალი არ რჩება, თუ არა ზედმეტ წონასთან ერთად იცხოვროს.
მაგრამ მაინც არსებობს გამოსავალი. თუ გახდომა გინდათ და ამასთანავე არანაირი სურვილი არ გაქვთ აწამოთ თქვენი თავი და თქვენი ორგანიზმი, ასევე ავნოთ ჯანმრთელობას და დიდი ფულიც დახარჯოთ, გთავაზობთ სპეციალური წვენის რეცეპტს, რომელიც იაფიც დაგიჯდებათ და ორგანიზმსაც დიდ სარგებელს მოუტანთ.
მამაკაცი ჭამისას - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
შიმშილობა და მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები
ესაა საოცარი წვენი, რომელიც რეგულარულად უნდა მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში, რათა შედეგი ნახოთ. ამასთან, სწრაფი შედეგის მისაღებად სასურველია წვენი უზმოზე დალიოთ.
ეს წვენი სასიამოვნო დასალევია. არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება. ჯობს ხშირად მიიღოთ საკვები და მცირე ულუფებით.
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?>>
საჭირო ინგრედიენტები წვენის მოსამზადებლად:
ერთი ცალი კიტრი
ანანასის სამი ნაჭერი
ერთი ღერი ნიახური ფესვიანად
ცოტაოდენი ოხრახუში
როგორ მოვამზადოთ წვენი
გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი, შემდეგ დააქუცმაცეთ, მერე კი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ.
სულ ესაა – სასარგებლო და გემრიელი წვენი მზადაა.
ყველა ახალი ამბავი
0