მოსაზრება: დავოსის ფორუმი რუსეთის განადგურებას გეგმავს

© AP Photo / Virginia Mayo დავოსის ფორუმი
 დავოსის ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
ელენა კარაევა
დავოსში ფორუმის დაწყებას წინ უძღოდა ცნობები რუსეთის მიმართ სანქციების ახალი, მეათე პაკეტის შესახებ. ასეთი დამთხვევა სულაც არ არის შემთხვევითი. პირდაპირი ეკონომიკური ზეწოლის შესაძლებლობა პრაქტიკულად ამოწურულია და იმათ, ვინც შეზღუდვების შემუშავებითაა დაკავებული, სანქციების მოფიქრებისას არა რიგითი მოქალაქეების, არამედ კორპორაციების მიზანში ამოღება მოუწევთ.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში ევროპელები პოლიტიკოსების გადაწყვეტილებების გამო არნახული ინფლაციის პირობებში ცხოვრობენ.
სამაგიეროდ ბირჟებზე, პირველ რიგში ამერიკაში, როგორებიცაა DOW, Nasdaq, S&P და სხვადასხვაგვარი NYSE, კოტირებების ორნიშნა ზრდა ფიქსირდება – 18-დან 30 პროცენტამდე მერყეობს.
არც ლონდონის ბირჟის ინვესტორები უჩივიან ბედს. აქციონერებს იქაც დიდი ბონუსები და დივიდენდები ელით. ჩვეულებრივმა მოკვდავებმა კი განაგრძონ უკანასკნელი ფუნტების თვლა და იმაზე ფიქრი, საჭმელი იყიდონ თუ ელექტრობის საფასური გადაიხადონ.
დავოსში შეიკრიბნენ ისინი, ვისაც შეიძლება გეოპოლიტიკური კრიზისის მთავარი ბენეფიციარები ეწოდოს. დავოსში ჩავიდნენ ასევე ისინიც, ვინც ყურადღებით წაიკითხა პროგნოზები და შეფასებები და ვისაც ადრე თუ გვიან არასასიამოვნო აღმოჩენა ელოდება. რუსეთთან ანგარიშსწორების და მისი ნახევრად კოლონიად გარდაქმნის მცდელობა ჩაიშალა.
საინტერესოა, რომ სანქცირებულთა სიასთან რუსი მილიარდერების სიის შედარების შედეგად ირკვევა, რომ ორივე ჩამონათვალი პრაქტიკულად იდენტურია. როდესაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩაფიქრებული იყო და რუსების უმეტესობამ არ მოინდომა ბიზნესზე კონტროლის დათმობა, მათ მიმართ გამოიყენეს სასჯელის განსაკუთრებული ზომა – ექსპროპრიაცია.
დავოსი არ არის სოლიდური ქალბატონებისა და ბატონების უწყინარი საუბრები, როგორადაც მის წარმოჩენას პიარის ძვირადღირებული სპეციალისტები ცდილობენ.
დავოსი – ესაა გენერალური შტაბი, სადაც გლობალისტების ექსპანსიის გეგმები იწერება. მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განაწილებას სოციუმის მხარდაჭერა სჭირდება. გრეტა ტუნბერგის შექმნისას მას, რასაკვირველია, მისცეს მოედანი სიტყვით გამოსვლისთვის.
ხოლო როდესაც ბუნების დამზოგველ ტექნოლოგიებზე გადასვლის ბაზარი დაინაწილეს, ე.წ. მწვანე ობლიგაციების გამოშვების საკითხი ბანკებთან თითქმის გადაწყდა, ტუნბერგი საჭირო აღარ იყო. მის ადგილზე დავოსში დღეს არიან ისინი, ვინც ამ გადასვლით ფულს მიიღებს.
პანდემიის დროს ფორუმი ხან გადაიდო, ხან დისტანციურად ჩატარდა. რეკლამა გაუკეთდა ორი ამერიკული კორპორაციის შექმნილ ვაქცინას (ახლა Pfizer და Moderna სასამართლოში დავობენ, ვინ გამოიგონა პირველად უამრავი გვერდითი მოვლენის მქონე საეჭვო ეფექტურობის მედიკამენტი), რომელმაც ვერ გააქრო და ვერც გააქრობდა კოვიდს. სამაგიეროდ ფული მოიტანა. მხოლოდ ევროკავშირმა ათობით მილიარდი ევროს პროფილაქტიკური პრეპარატი შეიძინა.
წლევანდელი ფორუმი, ოფიციალური პროგრამისა და გამომსვლელთა სიების გათვალისწინებით, გლობალისტური ელიტის ჰიმნს უტოლდება. მსოფლიო სავალუტო ფონდის განმკარგავი დირექტორები, ევროპის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები – ისინი, ვინც თავს მსოფლიოს მბრძანებლებად მიიჩნევენ.
რასაკვირველია, მათ ეკოლოგია არ ადარდებთ. ყველა კერძო ტრანსპორტით მგზავრობს, შედარებით მოშორებულ სასტუმროებთან ისინი ვერტმფრენებით გადაჰყავთ. ძლიერთა ამა ქვეყნისათა სიმშვიდეს კი არანაკლებ 5 ათასი ადამიანი იცავს. ეს დავოსის მოსახლეობის თითქმის ნახევარია.
ის, რომ რუსეთზე ილაპარაკებენ, ეჭვს არ იწვევს.
გეგმის პირველი ნაწილი, ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ალბათ შესრულდება. რაც შეეხება მეორეს, ის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. რუსეთი ცივილიზაციის სხვა გზით წავიდა და რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო დარწმუნებულია არჩევანის სისწორეში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0