https://sputnik-georgia.com/20230116/cern-ruset-ukrainis-konfliqti-273971201.html
განხეთქილება CERN-ში: ინსტიტუტის თანამშრომლებს რუს კოლეგებთან თანაავტორობა არ სურთ
განხეთქილება CERN-ში: ინსტიტუტის თანამშრომლებს რუს კოლეგებთან თანაავტორობა არ სურთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანზაციაში (CERN) დიდ ადრონულ... 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T18:31+0400
2023-01-16T18:31+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი - cern
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268200106_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_c4b508caa96e4bcc33cce368f71f51f9.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანზაციაში (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი კვლევების რაოდენობა ნულამდე შემცირდა, იუწყება The Guardian.გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იყვნენ მოხსენიებული სამეცნიერო პუბლიკაციებში რუსი და ბელორუსი სწავლულები.როგორც CERN-ში აღნიშნავენ, რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის შემდეგ ინსტიტუტის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ რუსული ცენტრების წარმომადგენლებთან, არამედ თავად CERN-ის რუს თანამშრომლებთან თანაავტორობას. The Guardian-ის ცნობით, CERN-ის თანამშრომლებს შორის რუსების რაოდენობა პერსონალის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.როგორც რუსმა ფიზიკოსმა ფიოდორ რატნიკოვმა განუცხადა გამოცემას, უკრაინელი კოლეგების უმეტესობა არ ამბობს უარს რუსებთან ერთად მუშაობაზე.2022 წლის 8 მარტს CERN-მა დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და თანამშრომლობა შეწყვიტა რუსულ ინსტიტუტებთან. გარდა ამისა, მან განუსაზღვრელი ვადით ჩამოართვა რუსეთის ფედერაციას დამკვირვებლის სტატუსი. იმავე წლის 17 ივნისს CERN-ის საბჭომ გადაწყვიტა, არ განუახლოს რუს და ბელორუს თანამშრომლებს ხელშეკრულებები მას შემდეგ, რაც 2024 წელს მათი კონტრაქტები ამოიწურება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268200106_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c8b0a02751912a90afc3ba1731e80ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი - cern, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი - cern, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანზაციაში (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი კვლევების რაოდენობა ნულამდე შემცირდა, იუწყება
The Guardian.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იყვნენ მოხსენიებული სამეცნიერო პუბლიკაციებში რუსი და ბელორუსი სწავლულები.
როგორც CERN-ში აღნიშნავენ, რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის შემდეგ ინსტიტუტის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ რუსული ცენტრების წარმომადგენლებთან, არამედ თავად CERN-ის რუს თანამშრომლებთან თანაავტორობას. The Guardian-ის ცნობით, CERN-ის თანამშრომლებს შორის რუსების რაოდენობა პერსონალის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
როგორც რუსმა ფიზიკოსმა ფიოდორ რატნიკოვმა განუცხადა გამოცემას, უკრაინელი კოლეგების უმეტესობა არ ამბობს უარს რუსებთან ერთად მუშაობაზე.
„ჩვენ გვყავს უკრაინელები, ვისთვისაც ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ჩემი უკრაინელი კოლეგების უმეტესობა უკრაინაში შეჭრას რუს კოლეგებს არ აბრალებს. მე ვიტყოდი, რომ უფრო რადიკალურები ევროკავშირელი კოლეგები არიან“, — განაცხადა რატნიკოვმა.
2022 წლის 8 მარტს CERN-მა დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და თანამშრომლობა შეწყვიტა რუსულ ინსტიტუტებთან. გარდა ამისა, მან განუსაზღვრელი ვადით ჩამოართვა რუსეთის ფედერაციას დამკვირვებლის სტატუსი. იმავე წლის 17 ივნისს CERN-ის საბჭომ გადაწყვიტა, არ განუახლოს რუს და ბელორუს თანამშრომლებს ხელშეკრულებები მას შემდეგ, რაც 2024 წელს მათი კონტრაქტები ამოიწურება.