ხმას ვაძლევთ ჩვენებს - ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაშია წარდგენილი

© photo: Sputnik / Stringerტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2023
გამოწერა
ხმის მიცემა ყოველ 24 საათში არის შესაძლებელი. ფანების გამოკითხვა 31 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წლის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაშია წარდგენილი.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა დაიწყო, რომლის შედეგებით გამოვლინდება 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტები სხვადასხვა კატეგორიაში, ტიტულისთვის რამდენიმე ქართველი სპორტსმენი იბრძვის.
გრიგალაშვილის გარდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სიაში საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში წარდგენილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.
ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უნგრეთის დიდი სლემის ტურნირზე ბექა ღვინიაშვილის იპონი წარადგინა საუკეთესო იპონის ნომინაციაში, ხოლო საუკეთესო მომენტებს შორის გამოყოფილია ტატო გრიგალაშვილისა და ბელგიელი მათიას კასეს მომენტი.
ხმის მისაცემად, ადამიანმა უნდა შექმნას საკუთარი აკაუნტი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებსაიტზე და შემდეგ მისცეს ხმა შესაბამის ნომინაციაში.
ხმის მიცემა ყოველ 24 საათში არის შესაძლებელი. ფანების გამოკითხვა 31 იანვრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები 5 თებერვალს პარიზში, გრანდ სლემზე გამოვლინდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0