https://sputnik-georgia.com/20230115/testi-ras-metyvelebs-fexebi-qalis-xasiatfexebize-272993155.html
მარტივი ტესტი: რას მეტყველებს ფეხები ქალის ხასიათზე?
მარტივი ტესტი: რას მეტყველებს ფეხები ქალის ხასიათზე?
Sputnik საქართველო
უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ადამიანის სხეულის ნაწილებსა და მისი ხასიათის თავისებურებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T16:09+0400
2023-01-15T16:09+0400
2023-01-24T11:02+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017580_0:103:1920:1183_1920x0_80_0_0_05314e0ce824458c436b2287aa85d098.jpg
როგორც ამბობენ, პიროვნებაზე მისი თვალების, ყურებისა თუ კიდურების ფორმის მიხედვითაც შეიძლება იმსჯელო. ქვემოთ გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, დაადგინოთ ქალის პიროვნული თვისებები მისი ფეხების მიხედვით. ამისათვის საჭიროა უბრალოდ დახედოთ შემოთავაზებულ ფოტოს, შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ფორმებს მიესადაგება და წაიკითხოთ შესაბამისი პასუხი. აირჩიეთ ფეხების ფორმაიხილეთ პასუხებიასეთი სწორი ფეხების მქონე ქალები ბუნებით ძალიან მგრძნობიარე ნატურები არიან და რბილი ხასიათი აქვთ. როგორც წესი, არიან ნაზი და ქალურები. არ უყვართ ინიციატივის ხელში აღება, პასუხისმგებლობას ხშირად მამაკაცს აკისრებენ და სულაც არ არიან იმის წინააღმდეგი, რომ ურთიერთობებში დამოკიდებული მხარე იყვნენ და არა წამყვანი.დელიკატურმა და ტაქტიანმა ქალბატონებმა იციან, როგორ მიუდგნენ მოწონებულ მამაკაცს. ასეთი ქალების გვერდით ყველაზე ხშირად ძლიერი და ყოველმხრივ ღირსეული მამაკაცები აღმოჩნდებიან ხოლმე. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ქალები უსაქმოდ ჯდომისთვის არ არიან დაბადებული. ისინი გამუდმებით სადღაც მირბიან, გამუდმებით რაღაცას აკეთებენ. არიან ძალიან აქტიურები და სხვებისგან ყველაფერ ახლის შემეცნებისა და სწავლის წყურვილით გამოირჩევიან. ასეთი ქალბატონები არიან მგზნებარე პერფექციონისტები, შრომისმოყვარე და ბეჯითები. ძლიერი მამაკაცი ასეთი ქალის გვერდით მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ ის ვნებებს ცოტათი მაინც დაიოკებს. ასეთი ქალბატონები, როგორც წესი, სულით ძლიერები არიან. გარდა ამისა, გამოირჩევიან ერუდიციით. ცდილობენ გარს თანამოაზრეები შემოკრიბონ. მათი თავისებურება – ლიდერობაა. თუმცა მამაკაცში ყოველთვის დამცველს ეძებენ. ამიტომაც იზიდავს მათ ძლიერი მამაკაცები. ძნელბედობის ჟამსაც კი ასეთ ქალბატონებს სულით დაცემა არ სჩვევიათ, ყოველთვის პოზიტიურები არიან. ასეთებს ჭეშმარიტ ქალებს უწოდებენ. არიან ძალიან მგრძნობიარეები, ელეგანტურები, მომთმენი და მაცდურად მომხიბლავები. მამაკაცებთან ურთიერთობაში ინტუიციას ეყრდნობიან: ასეთმა ქალბატონებმა იციან, როდის უნდა დანებდნენ და როდის უნდა გაიტანონ თავისი. არიან შესანიშნავი დედები და შვილებთან უპრობლემოდ, ზედმეტი დატვირთვის გარეშე აგებენ მეგობრულ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017580_104:0:1817:1285_1920x0_80_0_0_78a9b579547743056fd68f213b69a374.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
მარტივი ტესტი: რას მეტყველებს ფეხები ქალის ხასიათზე?
16:09 15.01.2023 (განახლებულია: 11:02 24.01.2023) უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ადამიანის სხეულის ნაწილებსა და მისი ხასიათის თავისებურებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
როგორც ამბობენ, პიროვნებაზე მისი თვალების, ყურებისა თუ კიდურების ფორმის მიხედვითაც შეიძლება იმსჯელო.
ქვემოთ გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, დაადგინოთ ქალის პიროვნული თვისებები მისი ფეხების მიხედვით.
ამისათვის საჭიროა უბრალოდ დახედოთ შემოთავაზებულ ფოტოს, შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ფორმებს მიესადაგება და წაიკითხოთ შესაბამისი პასუხი.
თუ ირჩევთ №1 ვარიანტს - სწორი, ერთმანეთს მჭიდროდ მიბჯენილი ფეხები ასეთი სწორი ფეხების მქონე ქალები ბუნებით ძალიან მგრძნობიარე ნატურები არიან და რბილი ხასიათი აქვთ. როგორც წესი, არიან ნაზი და ქალურები. არ უყვართ ინიციატივის ხელში აღება, პასუხისმგებლობას ხშირად მამაკაცს აკისრებენ და სულაც არ არიან იმის წინააღმდეგი, რომ ურთიერთობებში დამოკიდებული მხარე იყვნენ და არა წამყვანი.
დელიკატურმა და ტაქტიანმა ქალბატონებმა იციან, როგორ მიუდგნენ მოწონებულ მამაკაცს. ასეთი ქალების გვერდით ყველაზე ხშირად ძლიერი და ყოველმხრივ ღირსეული მამაკაცები აღმოჩნდებიან ხოლმე.
თუ ირჩევთ №2 ვარიანტს - ერთმანეთს მხოლოდ კოჭების არეში მიბჯენილი ფეხები სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ქალები უსაქმოდ ჯდომისთვის არ არიან დაბადებული. ისინი გამუდმებით სადღაც მირბიან, გამუდმებით რაღაცას აკეთებენ. არიან ძალიან აქტიურები და სხვებისგან ყველაფერ ახლის შემეცნებისა და სწავლის წყურვილით გამოირჩევიან.
ასეთი ქალბატონები არიან მგზნებარე პერფექციონისტები, შრომისმოყვარე და ბეჯითები. ძლიერი მამაკაცი ასეთი ქალის გვერდით მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ ის ვნებებს ცოტათი მაინც დაიოკებს.
თუ ირჩევთ №3 ვარიანტს - ერთმანეთს მიბჯენილი ბარძაყები და დაშორებული წვივები ასეთი ქალბატონები, როგორც წესი, სულით ძლიერები არიან. გარდა ამისა, გამოირჩევიან ერუდიციით. ცდილობენ გარს თანამოაზრეები შემოკრიბონ.
მათი თავისებურება – ლიდერობაა. თუმცა მამაკაცში ყოველთვის დამცველს ეძებენ. ამიტომაც იზიდავს მათ ძლიერი მამაკაცები.
ძნელბედობის ჟამსაც კი ასეთ ქალბატონებს სულით დაცემა არ სჩვევიათ, ყოველთვის პოზიტიურები არიან.
თუ ირჩევთ №4 ვარიანტს - ერთმანეთს მიბჯენილი ბარძაყები და კოჭები ასეთებს ჭეშმარიტ ქალებს უწოდებენ. არიან ძალიან მგრძნობიარეები, ელეგანტურები, მომთმენი და მაცდურად მომხიბლავები. მამაკაცებთან ურთიერთობაში ინტუიციას ეყრდნობიან: ასეთმა ქალბატონებმა იციან, როდის უნდა დანებდნენ და როდის უნდა გაიტანონ თავისი.
არიან შესანიშნავი დედები და შვილებთან უპრობლემოდ, ზედმეტი დატვირთვის გარეშე აგებენ მეგობრულ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს.