მეზობელი ქვეყნების ლიდერები ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2023
გამოწერა
კიკაბიძის სახელი სამუდამოდ დარჩება საბჭოთა და ქართული კულტურის დიდებულ მატიანეში, ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი თანაგრძნობას უცხადებენ ქართველ ხალხს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ლეგენდარული ქართველი კინომსახიობი, ესტრადის მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, კომპოზიტორი ბუბა კიკაბიძე კვირას 84 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.
„ძალიან ვწუხვართ ქართველი ხალხის დიდი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, რომლის სახელი სამუდამოდ არის ჩაწერილი საბჭოთა და ქართული კულტურის დიდებულ მატიანეში“, - ნათქვამია ალიევის სამძიმრის ტექსტი.
მან აღნიშნა, რომ ხელოვნებაში შეტანილი თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმის, ახალი და განუმეორებელი სულისკვეთების წყალობით, ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე თაობის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მიერ შექმნილ დაუვიწყარ კინოროლებს, ორიგინალური შესრულების სიმღერებს.
აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის სარგებლობდა აზერბაიჯანელი ხალხის სიყვარულით, ხოლო მის პიროვნებას დიდი პატივისცემითა და სიმპათიით ეპყრობოდნენ. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარებაში, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
„დიდი ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობარ ქართველ ხალხს. კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში, რომელიც თავისებურად ასევე სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის სიმბოლოცაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა ახალი ამბავი
0