https://sputnik-georgia.com/20230115/irakli-raribasvilma-buba-kikabizis-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqva-273942894.html
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T15:50+0400
2023-01-15T15:50+0400
2023-01-15T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790415_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_3566f2b129d58f333fa9baff119c3f35.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლეგენდარული ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.ვარსკვლავის გზაკინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".„სულ გვშიოდა... 8 კვადრატში ვცხოვრობდით“ – ბუბა კიკაბიძის უცნობი ცხოვრება>>>კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790415_115:0:1024:682_1920x0_80_0_0_1d57eed4dfa10d30da553b67911b7687.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
15:50 15.01.2023 (განახლებულია: 17:19 15.01.2023) ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლეგენდარული ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:
მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (1997 წ)
ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა, 1997 წ)
წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი, 1998 წ)
პრიზი „ოქროს გრამოფონი" (1998 წ)
1999 წელს გახდა ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1999 წელს მოსკოვის „ვარსკვლავების მოედანზე" გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
როდესაც ლონდონში ფილმ „აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერა შედგა, მას ესწრებოდა ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსიაც, რომელიც ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ როდესაც ვახტანგ კიკაბიძე შემოვიდა კინოდარბაზში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბუბას გარს შემოეხვივნენ. ამის შემხედვარე ენდი გარსიას გაუკვირდა, ვინ არის ეს ვახტანგი, ხალხი მის გამო ასეთ დღეში რომ არისო.
მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში THE INTERNATIONAL WHO"S WHO.
თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს.