https://sputnik-georgia.com/20230115/dali-naskidashvili-272720222.html
როცა მოსწავლეები სკოლის დირექტორთან მეგობრობენ
როცა მოსწავლეები სკოლის დირექტორთან მეგობრობენ
Sputnik საქართველო
ეს პიროვნება სკოლის დერეფნებში ბავშვების სიყვარულით სავსე დადის და მათგანაც იმავეს იღებს. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T16:09+0400
2023-01-15T16:09+0400
2023-01-24T14:18+0400
ინტერვიუ
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264629249_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_13c9db48322ccc3928bb55234b1c1493.jpg
„როცა მასწავლებელი ხდები, შენი მოსწავლეები გასწავლიან და ამ აზრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მათთან ერთად მეც გავიზარდე და მოსწავლეებისგან ბევრი ვისწავლე“ – გვითხრა გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნასყიდაშვილმა.- ქალბატონო დალი, თუ შეიძლება გაიხსენეთ, რომელ კლასში ჩაატარეთ თქვენი პირველი გაკვეთილი?- ეს იყო მესამე კლასში. როცა საკლასო ოთახში შევედი, 30 ულამაზესი ბავშვის თვალებში შიში დავინახე, რამაც ძალიან შემაკრთო. თურმე ჩემამდე მათი ორი მასწავლებელი სხვა სკოლებში გადასულა. როცა მოწყენის მიზეზი გამანდეს, გავამხნევე და დავპირდი, რომ სულ მათთან ვიქნებოდი. ამ კლასთან შევასხი ფრთები გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესას ,,ციცქნა იას დღეობა". ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც მშობლების დახმარებით მაღალ დონეზე წარიმართა. მახსოვს, ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა, ეს დიდ სცენაზე უნდა დაიდგასო. იას ვინც თამაშობდა, იმ ბავშვმა ნათლიად ამირჩია, მომდევნო წლებში, მერე, სხვებმაც...- სკოლაში პირველად მისვლისას შიში თუ გქონდათ?- არაფრის შიში არ მქონდა, რადგან მივუბრუნდი სკოლას, სადაც მშობლიური გარემო დამხვდა. თუმცა, როცა სამასწავლებლოს კარი მოწიწებით შევაღე, ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი. იქ უცხო პედაგოგებს შორის ჩემი ყოფილი პედაგოგებიც დამხვდნენ და მათი მომერიდა. ეს მაშინვე შენიშნა ჩემი ისტორიის უსაყვარლესმა პედაგოგმა როდამ ჩლაჩიძემ და როგორც კოლეგა-მასწავლებელი, თბილად მიმიღო.- პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ვინ დაგეხმარათ?- ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა, თუმცა პროფესიული არჩევანი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია კაიშაურმა განმიმტკიცა. მაგრამ ეს არჩევანი უკვე დაწყებით კლასებში ყოფნისას გავაკეთე. ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლას ორი დირექტორი შეეცვალა. პირველი დინჯი, სერიოზული, ტაქტიანი იყო, მეორე – რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, არცერთის დანახვაზე კედელს არ გავკრულვართ. პირიქით, რაც მეტი იყო ზეწოლა, მოსწავლეთა ქცევის წესებს უფრო მეტად ვარღვევდით და სულაც არ ვფიქრობდით დასჯაზე, რომელიც გველოდა.- რომელიმე განსაკუთრებული გაკვეთილი თუ გახსენდებათ?- მაშინ დირექტორი ვიყავი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მე-12 კლასში შევდიოდი. მათთან ორი საჩვენებელი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, რაც სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მოგეხსენებათ, მე-12 კლასში დაბალი დასწრების გამო საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება შედარებით რთულია. წინა დღეს შევეხმიანე მათ და ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ. ამის მერე დასწრება, რასაკვირველია, მაღალი იყო.- ვიცი, რომ მოსწავლეებთან სხვადასხვა პროექტებს ახორციელებთ...- დიახ, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან პროექტებს ხშირად ვახორციელებ. მათგან ისეთ ლიტერატურულ პროექტს გამოვარჩევ, როგორიცაა ორი ემიგრანტი პოეტის კრებულის პრეზენტაცია, რომლებიც ყველასთვის დაუვიწყარია.- როდესაც თქვენი მოსწავლეები არასწორად იქცევიან...- გეტყვით, რომ უფროსკლასელებთან ვმეგობრობ. როცა არასწორად იქცევიან? ვცდილობ, რომ ისინი მეგობრული და „შერჩეული" ტონით დავარწმუნო არასწორ ქცევაში. შედეგში დარწმუნებული ვარ და იშვიათად შევმცდარვარ. ჩემში ღრმადაა გამჯდარი აზრი, რომ რაც არ მომწონს, ის არც სხვას გავუკეთო.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264629249_280:0:1867:1190_1920x0_80_0_0_d9ff7b71243d02bc203effc677265582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებს
ინტერვიუ, კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებს
როცა მოსწავლეები სკოლის დირექტორთან მეგობრობენ
16:09 15.01.2023 (განახლებულია: 14:18 24.01.2023) ეს პიროვნება სკოლის დერეფნებში ბავშვების სიყვარულით სავსე დადის და მათგანაც იმავეს იღებს.
„როცა მასწავლებელი ხდები, შენი მოსწავლეები გასწავლიან და ამ აზრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მათთან ერთად მეც გავიზარდე და მოსწავლეებისგან ბევრი ვისწავლე“ – გვითხრა გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნასყიდაშვილმა.
- ქალბატონო დალი, თუ შეიძლება გაიხსენეთ, რომელ კლასში ჩაატარეთ თქვენი პირველი გაკვეთილი?
- ეს იყო მესამე კლასში. როცა საკლასო ოთახში შევედი, 30 ულამაზესი ბავშვის თვალებში შიში დავინახე, რამაც ძალიან შემაკრთო. თურმე ჩემამდე მათი ორი მასწავლებელი სხვა სკოლებში გადასულა. როცა მოწყენის მიზეზი გამანდეს, გავამხნევე და დავპირდი, რომ სულ მათთან ვიქნებოდი. ამ კლასთან შევასხი ფრთები გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესას ,,ციცქნა იას დღეობა". ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც მშობლების დახმარებით მაღალ დონეზე წარიმართა. მახსოვს, ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა, ეს დიდ სცენაზე უნდა დაიდგასო. იას ვინც თამაშობდა, იმ ბავშვმა ნათლიად ამირჩია, მომდევნო წლებში, მერე, სხვებმაც...
- სკოლაში პირველად მისვლისას შიში თუ გქონდათ?
- არაფრის შიში არ მქონდა, რადგან მივუბრუნდი სკოლას, სადაც მშობლიური გარემო დამხვდა. თუმცა, როცა სამასწავლებლოს კარი მოწიწებით შევაღე, ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი. იქ უცხო პედაგოგებს შორის ჩემი ყოფილი პედაგოგებიც დამხვდნენ და მათი მომერიდა. ეს მაშინვე შენიშნა ჩემი ისტორიის უსაყვარლესმა პედაგოგმა როდამ ჩლაჩიძემ და როგორც კოლეგა-მასწავლებელი, თბილად მიმიღო.
- პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ვინ დაგეხმარათ?
- ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა, თუმცა პროფესიული არჩევანი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია კაიშაურმა განმიმტკიცა. მაგრამ ეს არჩევანი უკვე დაწყებით კლასებში ყოფნისას გავაკეთე. ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლას ორი დირექტორი შეეცვალა. პირველი დინჯი, სერიოზული, ტაქტიანი იყო, მეორე – რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, არცერთის დანახვაზე კედელს არ გავკრულვართ. პირიქით, რაც მეტი იყო ზეწოლა, მოსწავლეთა ქცევის წესებს უფრო მეტად ვარღვევდით და სულაც არ ვფიქრობდით დასჯაზე, რომელიც გველოდა.
- რომელიმე განსაკუთრებული გაკვეთილი თუ გახსენდებათ?
- მაშინ დირექტორი ვიყავი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მე-12 კლასში შევდიოდი. მათთან ორი საჩვენებელი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, რაც სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მოგეხსენებათ, მე-12 კლასში დაბალი დასწრების გამო საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება შედარებით რთულია. წინა დღეს შევეხმიანე მათ და ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ. ამის მერე დასწრება, რასაკვირველია, მაღალი იყო.
- ვიცი, რომ მოსწავლეებთან სხვადასხვა პროექტებს ახორციელებთ...
- დიახ, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან პროექტებს ხშირად ვახორციელებ. მათგან ისეთ ლიტერატურულ პროექტს გამოვარჩევ, როგორიცაა ორი ემიგრანტი პოეტის კრებულის პრეზენტაცია, რომლებიც ყველასთვის დაუვიწყარია.
- როდესაც თქვენი მოსწავლეები არასწორად იქცევიან...
- გეტყვით, რომ უფროსკლასელებთან ვმეგობრობ. როცა არასწორად იქცევიან? ვცდილობ, რომ ისინი მეგობრული და „შერჩეული" ტონით დავარწმუნო არასწორ ქცევაში. შედეგში დარწმუნებული ვარ და იშვიათად შევმცდარვარ. ჩემში ღრმადაა გამჯდარი აზრი, რომ რაც არ მომწონს, ის არც სხვას გავუკეთო.