https://sputnik-georgia.com/20230115/cekvaven-varskvlavebi-vin-gaimarjva-popularul-telesousi-273941254.html
„ცეკვავენ ვარსკვლავები“: ვინ გაიმარჯვა პოპულარულ ტელეშოუში
„ცეკვავენ ვარსკვლავები“: ვინ გაიმარჯვა პოპულარულ ტელეშოუში
Sputnik საქართველო
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი, ტელეწამყვანები ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T13:59+0400
2023-01-15T13:59+0400
2023-01-15T13:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0f/273939722_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5d5926327b99448e6db315991c4d3cab.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საცეკვაო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.პოპულარული საცეკვაო შოუ „ტელეიმედზე“ 31 ოქტომბერს დაიწყო.პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში პოპულარულმა მუსიკალურმა შემსრულებლებმა, მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, მათ შორის იყო ოპერის მომღერალი ლადო ათონელი, მსახიობი გიორგი ცაავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, ანსამბლ „მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი.ამ სეზონზე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და ტელეწამყვანი, საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე.პროექტის წამყვანების შემადგენლობა არ შეცვლილა - ეკა ამერჯიბი, კახა კინწურაშვილი, მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე.შოუში მონაწილე წყვილები პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოცეკვავეებისგან შედგება. პოპულარული შოუს მთავარი პრიზი ბინაა, მას „მოყვარული“ იღებს.მეათე სეზონის გამარჯვებულები გახდნენ ტანმოვარჯიშე სალომე ფაღავა და მისი პარტნიორი რატი გაჩეჩილაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0f/273939722_231:0:2048:1363_1920x0_80_0_0_64dddc156a3ab112d9f7b72b6ab73278.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„ცეკვავენ ვარსკვლავები“: ვინ გაიმარჯვა პოპულარულ ტელეშოუში
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი, ტელეწამყვანები ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საცეკვაო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.
პოპულარული საცეკვაო შოუ „ტელეიმედზე“ 31 ოქტომბერს დაიწყო.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში პოპულარულმა მუსიკალურმა შემსრულებლებმა, მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, მათ შორის იყო ოპერის მომღერალი ლადო ათონელი, მსახიობი გიორგი ცაავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, ანსამბლ „მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი.
ამ სეზონზე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და ტელეწამყვანი, საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე.
პროექტის წამყვანების შემადგენლობა არ შეცვლილა - ეკა ამერჯიბი, კახა კინწურაშვილი, მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე.
შოუში მონაწილე წყვილები პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოცეკვავეებისგან შედგება. პოპულარული შოუს მთავარი პრიზი ბინაა, მას „მოყვარული“ იღებს.
მეათე სეზონის გამარჯვებულები გახდნენ ტანმოვარჯიშე სალომე ფაღავა და მისი პარტნიორი რატი გაჩეჩილაძე.