მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა

© photo: Sputnik / Konstantin Salomatinჯანეტ იელენი
ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2023
გამოწერა
რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, პირობას დებენ, რომ წინ აღუდგებიან ამერიკის მთავრობის ხარჯების გაზრდას
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ს ივნისში დეფოლტი ემუქრება, თუ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი არ გაიზრდება, ნათქვამია წერილში, რომლითაც კონგრესს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მიმართა.
ფინანსთა მინისტრის გათვლებით, სესხების არსებული ლიმიტი, 31,381 ტრილიონი დოლარი, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 19 იანვარს ამოიწურება. თუმცა, იელენის თქმით, დაგროვილი ფულადი რეზერვები და „ექსტრაორდინარული ზომები“, მათ შორის საპენსიო და სოციალურ ფონდებში შენატანების შეჩერება, შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს მინიმუმ ზაფხულამდე გაუძლოს.
ამასთან დაკავშირებით მინისტრმა კონგრესს მიმართა თხოვნით, გაზარდონ ვალის ლიმიტი ან შეაჩერონ ვალის ლიმიტის მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დეფოლტი გამოიწვევს „გამოუსწორებელ ზიანს" აშშ-ის ეკონომიკას, მისი მოქალაქეების კეთილდღეობას და გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას.
იელენმა გაიხსენა 2011 წლის მოვლენები, როდესაც აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ისტორიაში ერთადერთი დაქვეითება მხოლოდდამხოლოდ დეფოლტის საფრთხემ გამოიწვია.
ამასთან, მინისტრის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შორის საგანგებო ზომების მიღების შედეგად დაგროვილი ფულადი რეზერვები, ივნისის დასაწყისამდე ამოიწუროს.
რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, პირობას დებენ, რომ წინ აღუდგებიან ამერიკის მთავრობის მიერ ხარჯების გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0